დღეს, ონალინ პლატფორმა Zoom–ის მეშვეობით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ჩაატარა - "Start to Talk" - სპორტის სფეროში ბავშვთა მიმართ სექსუალური შევიწროვებისა და ძალადობის წინააღმდეგ" კომფერენცია. საქართველო იწყებს კამპანიას სპორტში ბავშვთა მიმართ სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის წინააღმდეგ და უერთდება ევროპის საბჭოს ინიციატივას „start to talk”. ადამიანის უფლებების დაცვა კონკრეტულად კი სპორტში ბავშვთა მიმართ სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ეროვნული მთავრობების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა.