ყველა სპორტული აკრობატიკის ევროპელ მსაჯს და მწვრთნელს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ვებინარში: 2022-2024 წლების მსაჯობის წესები. ვებინარს ჩაატარებს ქალბატონი როზი თაემანსი--FIG ტექნიკური კომიტეტის პრეზიდენტი. ვებინარი ჩატარდება ონლაინ. რეგისტრაციის ვადა, წესი და ვებინარის თარიღი იხილეთ ფოტოზე.
ვრცლად »საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდედ, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა სახელოვანი სპორტული მოღვაწე, ვახტანგ გორგასლის, ღირსებისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენების კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი ჯანო ბაგრატიონი. ბატონი ჯანო იყო საქმის ერთგულებით გამორჩეული პიროვნება, სპორტსმენებისა და სპორტის ინტერესების გულმხურვალე დამცველი, არაერთი მნიშვნელოვანი წამოწყების თაოსანი. ამიტომაც სარგებლობდა განსაკუთრეული პატივისცემით როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ამიტომაც აფასებდნენ სხვადასხვა თაობის სპორტსმენები, მწვრთნელები, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, და მათ შორისო იყო ჩვენი ფედერაციაც. ჩვენი ფედერაცია უთანაგრძნობს ჯანო ბაგრატიონის ოჯახის წევრებს და ახლობლებს.
ვრცლად »საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია 50 წლის იუბილეს ულოცავს ვაჟებს შორის ბატუტზე ხტომებში მსოფლიო ჩემპიონს , სამგზის ევროპის ჩემპიონს ახალგაზრდებში, გიორგი დობროვოლსკის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულს, მსოფლიო თასების მრავალგზის ფინალისტს, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატს ბატუტზე ხტომებში, ბატონ ზაზა აბრამაშვილს. ბატონო ზაზა, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს თქვენს საქმიანობაში
ვრცლად »ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მოქმედ მსაჯს შეუნარჩუნდება ის კატეგორია რომელიც ეხლა აქვს და ახალ მსაჯს მიენიჭება მხოლოდ მე-4 კატეგორია!
ვრცლად »დღეს, სასტუმრო ,,ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ ჩატარდება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია. ჩვენი ფედერაციიდან სესია დესწრენენ: პრეზიდენტი ბატონი კონსტანტინე ლაშხი, გენერალური მდივანი ქალბატონი რუსუდან ხოფერია და ვიცე-პრეზიდენტი ინგა გიორგობიანი. სესიის დამთავრებისთანავე გაიმართება სეოკ-ის ვერსიით 2021 წლის სპორტული შედეგებით საუკეთესოთა დაჯილდოების ცერემონიალი. ჩვენი ფედერაციიდან, ნომინაციაში ''2021 წლის ქალთა სპორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელი'' დაჯილდოვდა ერონული ნაკრები გუნდის მწვრთნელი მხატვრულ ტანვარჯიშში ქალბატონი ლალი დოლიძე ჯანტეზი. ვულოცავთ ქალბატონ ლალის ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!
ვრცლად »რამდენიმე დღის წინ კაიროში (ეგვიპტე) მიმდონარეობდა საერშაროსი ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში "ფარაონის თასი"". აღნიშნული ტურნირი გაიმართა ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით და 30-ზე მეტი ქვეყნის ტანმოვარჯიშემ მიიღო მონაწილეობა ამ ტურნირში. საქარველო ამ ტურნირზე წარმოადგინა დაჩი დოლიძემ. ჩვენმა ახალგაზრდა და ნიჭიერმა სპორტსმენმა ძალიან კარგად გაართვა თავი დასახულ ამოცანებს და 2 ოქროს და ერთი ვერხცლის მედლით დაასრულა ასპარეზობა. დაჩიმ პირველი ადგილი მოიპოვა ტაიჭსა და თავისუფალ ვარჯიშში, ხოლო ვერცხლის მედალი რგოლით ვარჯიშში. ვულოცავთ დაჩის ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს და გამარჯვებებს!
ვრცლად »მხატვრულ ტანვარჯიშში, საქართველოს ჩემპიონმა ქეთი არბოლიშვილმა 16-17 დეკემბერს ქ.მოსკოვში გამართულ შეჯიბრზე “Divine grace” ასახელა საქართველო და დაიკავა მე-3 ადგილი. შეჯიბრი ჩატარდა ოლიმპიური ჩემპიონის ალინა კაბაევას ინიციატივით. ჩვენი სპორტსმენი დააჯილდოვეს ოლიმპიურმა ჩემპიონებმა: ალინა კაბაევამ, ევგენია კანაევამ და მარგარიტა მამუნმა. ვულოცავთ ქეთის ამ წარმატებას და ვუსურვებთ მას მომავალ გამარჯვებებს!
ვრცლად »გუშინ და დღეს , დაბა ბაკურიანში, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციამ, გამართა გასვლითი შეხვდრა სპორტული ფედერაციების, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სპორტისა და კულტურის სამსახურებისა, და სტუნდეტრური თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვდრის ძირითადი საკითხები იყო 2022 წლის ეფექტური კალენდარული გეგმის შემუშავება და სართაშორისო ღონისძიებებისთვის შესაბამისი მზადებისთბის საჭირო საკითხების განხილვა. ჩვენი ფედერაციიდან აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილობა მიიღეს:
ვრცლად »საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ულოცავს ფედერაციის საპატიო ვიცე–პრეზიდენტს, სსრკ ორგზის ჩემიონს ჯგუფურ ვარჯიშში (1961, 62), სსრკ უნივერსიადაში გამარჯვებულს (1964), საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატს, საბჭოთა კავშირის და საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, ღირსების ორდენის კავალერს––ქალბატონ ნელი სალაძის დაბადების დღეს! ქალბატონო ნელი, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წინსვლას და უამრავ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში!
ვრცლად »მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, საქართველოს დამსახურებელ მწვრთნელს, საქართველოს სპორტული ტანვარჯიშის ეროვნული გუნდის წამყვან მწვტრთნელს ბატონ თეიმურაზ ქოიავას შეუსრულდა 65 წელი. საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ მიულოცა ბატონ თეიმურაზს იუბილე და გადასცა მას საპატიო დიპლომი. ასევე, ბატონი თემურაზი, ფედერაციის მიერ წარდგენილია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდებაზე. ბატონო თეიმურაზ, გილოცავთ და გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს თქვენს მოღვაწეობაში!
ვრცლად »კიდევ, ერთი სასიხარულო ამბავი ბაქოდან! როგორც მოგეხსენებათ ბაქოში ამ დღეებში მიმდინარეობს ბატუტზე ხტომებში მსოფლიო ჩემპიონატი ასაკობრივ ჯგუფებში სადაც უკვე გვყავს ვიცე-ჩემპონები სინქრონულ ხტომებში მაიკო ბოჭორიძე და ანა ლაპიაშვილი. და ეხლა მოგვივიდა ინფორმაცია რომ ანანო აფაქიძის და მარიამ რაგიმოვის წყვილმა მშვენივრად გაართვა თავი სინქრონულ ხტომებს და პირველი ადგილით შეფრინდნენ ფინალში. ნახევარ საათში დაიწყება ფინალი და წარმატებას ვუსურვებთ ჩვენ გოგონებს!
ვრცლად »ფანტასტიური ახალი ამბავი ბაქოდან! ჩვენი გოგონები ანა ლაპიაშვილი და მაია ბოჭორიძე გახდენენ ვიცე-ჩემპიონები ბატუტზე ხტომებში მსოფლიო ჩემპიონატზე ასაკობრივ ჯგუფებში! ვულოცავთ ანას და მაიკოს! ვულოცავთ მათ მწვრთნელებს! ვულოცავთ მშობლებს და მეგობრებს! ვულოცავთ მთელ საქართველოს! ყოჩაღ გოგონებო!
ვრცლად »










