რამდენიმე დღის წინ კაიროში (ეგვიპტე) მიმდონარეობდა საერშაროსი ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში "ფარაონის თასი"". აღნიშნული ტურნირი გაიმართა ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით და 30-ზე მეტი ქვეყნის ტანმოვარჯიშემ მიიღო მონაწილეობა ამ ტურნირში. საქარველო ამ ტურნირზე წარმოადგინა დაჩი დოლიძემ. ჩვენმა ახალგაზრდა და ნიჭიერმა სპორტსმენმა ძალიან კარგად გაართვა თავი დასახულ ამოცანებს და 2 ოქროს და ერთი ვერხცლის მედლით დაასრულა ასპარეზობა. დაჩიმ პირველი ადგილი მოიპოვა ტაიჭსა და თავისუფალ ვარჯიშში, ხოლო ვერცხლის მედალი რგოლით ვარჯიშში. ვულოცავთ დაჩის ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს და გამარჯვებებს!