დღეს, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტმა წარმოაფგინა
ანგარიში „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ კანონის პროექტის გენდერული ზეგავლენის ანალიზი“. ონლაინ პრეზენტაცია გაიმართება Zoom პლატფორმის მეშვეობით.
გენდერული ზეგავლენის შეფასების ანგარიშის ქართულ და ინგლისურენოვანი ვერსიები იხილეთ პარლამენტის ვებგვერდზე: https://bit.ly/3k4Z9fo
„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ კანონის პროექტის გენდერული ზეგავლენის ანალიზი“ მომზადდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის ინიციატივით, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID),
საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულმა ფედერციამ ჩაატარა საინფორმაციო–საგანმათლებლო მსაჯთა სემინარი სპორტულ აკრობატიკაში. სემინარის დროს განხილული იყო ქულების დაწერის კოდი და სხვა მნიშვნელოვანი საკიტხები. სემინარს დაესწრენენ როგორც გამოცდილი მსაჯები, ასევე დამწყები და მომავლი მსაჯები. სემინარზე მომხსენებლები იყვენენ საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები: ნინო ბერიანიძე, დალი ფეიქრიშვილი და მარიამ გიგოლაშვილი.
ვრცლად »მონაკოს სამეფო დელეგაცია საქართველში - პრინცესა შარლინ უოტსტოკი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ ეგიდით იმყოფება. ფონდი, რომელიც სმენადაქვეითებული ბავშვების რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას ემსახურება, ვანო ჩხარტიშვილმა და მისმა მეუღლემ, ნანა გოთუამ დააფუძნეს. მონაკოს სამეფო დელეგაციის წევრებმა და ფონდის წარმომადგენლებმა დღეს ოლიმპიურ სოფელში მდებარე სპორტული კომპლექსი და თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი დაათვალიერეს. პრინცესა შეხვდა საქართველოს ნაკრები გუნდის წევრებს ტანვარჯიშის ყველა დისციპლინაში, და ასევე ფედერაციის ხელმძღვანელობას.
ვრცლად »დღეს ევროპის ტანვარჯიშის აღმასრულებელი კომიტეტი ონლაინ რეჟიმში შეიკრიბა, სადაც განიხილეს 2020 წლის სპორტულ ტანვარჯიშში ევროპის ჩემპიონატები ვაჟთა და გოგონათა შორის . აზერბაიჯანის ტანვარჯიშის ფედერაციიდან შეტყობინების მიღების შემდეგ, სადაც ნათქვამი იყო რომ პანდემიის გამო, აზერბაიჯანში რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარება შეუძლებელია 2020 წლის ბოლომდე, ევროპის ტანვარჯიშმა მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები: - 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში ვაჟებს შორის ჩატარდება (ოლიმპიური კვალიფიკაციის გარეშე) დაგეგმილ ვადებში 2020 წლის 9 – დან 13 დეკემბრამდე, მაგრამ გადავა მერსინში (თურქეთში).
ვრცლად »მიმდინარე წლის ოქტომბრიდან- წლის ბოლომდე, ევროპის ტანვარჯიში-European Gymnastics,
გთავაზობთ უფასო ონლაინ ვებინარებს (სემინარებს).
ეს ვებინარები ჩატარდება შემდეგ დისციპლინებში:
სპორტული აკრობატიკა-Acrobatic Gymnastics,
თიმჯიმი--TeamGym,
ბატუტზე ხტომები--Trampoline
სპორტული ტანვარჯიში გოგონებისთვის-- Women’s Artistic Gymnastics!
გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ვებინარი:
https://www.europeangymnastics.com/ne…/webinars-autumn-2020…
რეგისტრაცია არის სახელობითი!
ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაცია მსოფლიოში ტანვარჯიშის მმართველი ორგანოა და არის ოლიმპიური სპორტის უძველესი საერთაშორისო ფედერაცია და მონაწილეობა მიიღო ოლიმპიურ თამაშებში 1896 წელს. მასში გაწევრიანებულია 148 ქვეყნის ეროვნული ფედერაცია და მისი ოფისი მდებარეობს ოლიმპიური დედაქალაქ ლოზანაში (SUI). ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციაში გაერთიანებული არის 8 ტანვარჯიშის დისციპლინა: ტანვარჯიში ყველასთვის, სპორტული ტანვარჯიში ვაჟები სპორტული ტანვარჯიში გოგონები, მხატვრული ტანვაჯიში, ბატუტზე ხტომები (მინი-ბატუტი და აკრობატული ბილიკი), სპორტული აერობიკა, სპორტული აკრობატიკა და პარკური.
ვრცლად »დღეს, ონლაინ რეჟიმში შეიკრიბა ევროპის ტანვარჯიშის აღმასრულებელი კომიტეტი, 2020 წლის დაგეგმილი ღონისძიებების განსახილველად და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები: - ევროპის ტანვარჯიში თხოვნით მიმართავს ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედრაციას რომ შეატყობინოს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს , რომ Covid19– ის ამჟამინდელი სიტუაციის გამო, ჩვენ არ შეგვიძლია მოვაწყოთ რაიმე ოლიმპიური კვალიფიკაცია ჩვენს ევროპის ჩემპიონატზე. არსებულ ვითარებაში მიგვაჩნია შეუსაბამოდ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება , ჩვენ არ გვინდა ზეწოლა მოვახდინოთ ჩვენს ფედერაციებს იმოგზაურონ ღონისძიებაზე (მხოლოდ იმის გამო, რომ ეს არის ოლიმპიური შესარჩევი ღონისძიება), რომელზეც სხვა შემთხვევაში შეიძლება არ მოისურვონ ჩამოსვლა.
ვრცლად »25 სექტემბერს, 11:00 საათზე, Zoom პლატფორმის მეშვეობით, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის სახელით, გაიმართა ონლაინ პრეზენტაცია კვლევის „სპორტული ორგანიზაციების მიერ კარგი მმართველობის პრინციპების გამოყენება საქართველოში“. ზემოხსენებული კვლევა წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივას, რომელიც მხარდაჭერილია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მიერ „მმართველობის რეფორმის ფონდის“ პროექტის ფარგლებში. კვლევა წარმოადგენს ბარომეტრს, რომელიც სრულყოფილად ასახავს სპორტული ორგანიზაციების მიერ კარგი მმართველობის გამოყენების პრაქტიკას, მათ სუსტ და ძლიერ მხარეებს, რომლის ფარგლებში შეფასდა საქართველოს 18 ეროვნული და 3 რეგიონული სპორტული ორგანიზაციის მიერ კარგი მმართველობის პრინციპების გამოყენების დონე. კვლევა ჩატარდა 2020 წლის აპრილი-ივნისში, დანიის სპორტულ სწავლებათა ინსტიტუტის (Play the Game) მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით.
ვრცლად »საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ეგიდით ჩატარდა მწვრთნელთა სემინარი მხატვრულ ტანვარჯიშში, რომლის ორგანიზატორიც გახლდათ საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი მხატვრულ ტანვარჯიშში, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, მე-20 საუკინის მწვრთნელი ნელი სალაძე. სემინარზე მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს მხატვრული ტანვარჯიშის ნაკრების უფროსი მწვრთნელი ელისო ბედოშვილი, ასევე ნაკრების მწვრთნელები ბელა კობალაძე, ლალი დოლიძე ჯანტეზი და თინათინ ნადირაშვილი. სემინარში მონაწილეობა მიიღო ქვეყნის 42 მწვრთნელმა,
ვრცლად »საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი, სპორტული ჟურნალისტი და ფუნქციონერი ემზარ ზენაიშვილი დღეს 71 წლის გახდა. საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის სახელით ვულოცავ ბატონ ემზარს დაბადების დღეს, და ვუსურვებ ჯანმრთელობას და მხნეობას, და წარმატებებს საქმიანობაში! კეთილი სურვილებით: კონსტანტინე ლაშხი პრეზიდენტი
ვრცლად » საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს: მსოფლიო სამგზის ჩემპიონს, მსოფლიოს თასის ორგზის მფლობელს, ევროპის ოთხგზის ჩემპიონს, სსრკ ორგზის ჩემპიონს, 2000 წლის სიდნეის და 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების მონაწილეს, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატს, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯს,
2019 წლის საქართველოს საუკეთესო მსაჯს, ღირსების ორდენის კავალერს, საქართველოს სპორტის რაინდს, ფედერაციის გენერსლურ მდივანს,
ქალბატონ რუსუდან ხოფერიას!
ქალბატონო რუსუდან, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს თქვენს პირად ცხოვრებაში , და უამრავ წარმატებებს და წინსვლას თქვენს პროფესიულ საქმიანობაში!
მიმდინარე წლის 3-6 სექტემბერს თბილისში ჩატარდა სემინარი : ტანვარჯიში ყველასთვის. აღნიშნული სემინარი ჩატარდა საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით. სემინარს დაესწრო 60-მდე მწვრთნელი თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან. მწვრთნელები იყვენენ ტანვარჯიშის სხვადასხვა დისციპლინებიდან. ამ სემინარის მიზანი იყო ტანვარჯიშის დისციპლინის ''ტანვარჯიში ყველასთვის'' საქართველოში ცნობადობის ამაღლება და განვითარების ხელშეწყობა. სემინარის პირველ დღეს მონაწილეებმა მოისმინეს ფედერაციის მენეჯერის გიორგი გეგეჭკორის ლექცია თემაზე: ტანვარჯიში ყველასთვის მსოფლიოში.
ვრცლად »