იანვარი 28, 2020

ევროპის ტანვარჯიშის კავშირის აღმასრულებელმა კომიტეტმა 2018 წლის 5 ოქტომბრის შეხვედრაზე, ევროპის ტანვარჯიშის კავშირის განვითარების პროგრამის ფარგლებში, მიიღო გადაწყვეტილება რომ ჩაატაროს საქართველოში: ––სპორტულ ტანვარჯიშში (ვაჟები და გოგონები) მსაჯების კურსი. აღნიშნული კურსი ჩატარდება 31 იანვრიდან–2 თებერვლის ჩათვლით ქ.თბილისში. კურსი დაეხმარება ჩვენ მსაჯებს, დონის ამაღლებაში და ახალი წესების და ტენდეციების ათვისებაში.

ვრცლად »
იანვარი 21, 2020

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა 2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელი ღონისძიება - წლის სპორტსმენი. დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიაზე საუკეთესოები გამოვლინდნენ 11 ნომინაციაში, ასევე დაწესებული გახლდათ 10 სპეციალური პრიზი.

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული 6 მსოფლიოს ჩემპიონს გადაეცა: ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ბექა ლომთაძე (თავისუფალი ჭიდაობა), ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა).

საქრთველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციას წარდგენილი იყო ორ ნომინაციაში:

2019 წლის საუკეთესო მსაჯი -
სადაც ყველას აჯობა ჩვენმა სახელოვანმა და ტიტულოვანმა ფედეეაციის გენერალურმა მდივანმა რუსუდან ხოფერიამ (ბატუტზე ხტომა). ქალბატონი რუსიკო წლების მანძილზეა აღიარებული საუკეთესო მსაჯი და ამჯერად მან ყველას აჯობა და დამსახურებულად მიენიჭა
*საქართველოს საუკეთესო მსაჯის ტიტული*

ვრცლად »
დეკემბერი 12, 2019

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ულოცავს ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტს, სსრკ ორგზის ჩემიონს ჯგუფურ ვარჯიშშ (1961, 62), სსრკ უნივერსიადაში გამარჯვებულს (1964), საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატს, საბჭოთაკავშირისა და საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, ღირსების ორდენის კავალერს––ქალბატონ ნელი სალაძის დაბადების დღეს! ქალბატონო ნელი! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, და უამრავ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში!

ვრცლად »
დეკემბერი 9, 2019

ანანო აფაქიძემ და სოფიო დაშნიანმა ტოკიოში მსოფლიო ჩემპიონატზე ბატუტზე სინქრონულ ხტომებში ახალგაზრდებს შორის ფინალში გავიდნენ და მე-5 ადგილი დაიკავეს. ეს კარგი შედეგია ჩვენი გოგონებისთვის რადგან მათ მსოფლიო 40 საუკეთესო სინქრონულ წყვილს შორის მე-5 ადგილი დაიკავეს.

ვრცლად »
დეკემბერი 5, 2019

ამ წუთებში, დაგვიკავშირდა საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი რუსუდან ხოფერია, რომელიც იმყოფება ტოკიოში, და მსაჯობს მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბატუტზე ხტომებში. ქალბატონმა რუსიკომ, სასიხარულო ამბავი გვაუწყა: ჩვენი გოგონები მაია ბოჭორიძე და ანა ლაპიაშვილი გახდნენე ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონები ბატუტზე სინქრონულ ხტომებში! გოგონებმა დაიკავეს პირველი ადგილი და მოუგეს მეორე ადგილზე გასულ რუსეთის და მესამე ადგილზე გასულ, მასპინძელ იაპონიის წყვილს. ეს ძალიან დიდი წარმატება არის საქართველოს ბატუტის და ზოგადად ტანვარჯიშის ისტორიაში.

ვრცლად »
ნოემბერი 28, 2019

დღეს, სტარტი აიღო მსოფლიო ჩემპიონატმა ბატუტზე ხტომებში. ჩემპიონატს მასპინძლობს ქალაქი ტოკიო. 336 ბატუტისტმა 37 ქვეყნიდან უნდა იბრძოლოს მსოფლიო ჩემპიონობისთვის, გარდა ამისა გათამასდება 8 საგზური გოგონებში და 8 საგზური ვაჟებში ტოკოის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილოების მისაღებად. ჩემპიონატზე საქართველოს წარმოადგენენ ლუბა გოლოვინა და თენგიზი კოშკაძე. ამ წუთებში ცნობილი გახდა რომ ლუბა გოლოვინა მოხვდა 24 საუკეთესო ბატუტისტებს შორის და იასპარეზბს ნახევარ–ფინალში.

ვრცლად »
ნოემბერი 25, 2019

წინა კვირას, საფრანგეთის ქალაქ ლე ბლანქ მესნილ-ში გაიმართა დანიელ დამატოს სახელობის საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში. ამ ტურნირზე პირველად მიიღეს მონაწილეობა ჩვენმა ტანმოვარჯიშეებმა. სულ შეჯიბრებაზე 10 ქვეყნის 75 სპორტსმენი მონაწილეობდა. ქართველმა ტანმოვარჯიშემ ლევან სხილაძემ, ტაიჭზე ვარჯიშში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ლევანმა საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა და ფინალში ორ იარაღზე 6 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდა, თუმცა მხოლოდ ტაიჭზე მოახერხა საპრიზო ადგილზე გასვლა.

ვრცლად »
ნოემბერი 22, 2019

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ულოცავს დაბადების დღეს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს (1988, 90), ევროპის ორგზის ჩემპიონს (1988, 90). სსრკ სამგზის ჩემპიონს (1985, 87, 90) და მეორე პრიზიორს (1986), სსრკ თასის ორგზის მფლობელს (1988, 90), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის მესამე პრიზიორს (1986), I საკავშირო ახალგაზრდული თამაშების ჩემპიონს (1985). სსრკ სპორტის დამსახურებულს ოსტატს, სპორტის რაინდს, საქართველოს ტანვარჯიშის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს ქალბატონ ინგა გიორგობიანს! ქალბატონო ინგა, გულითადად გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ბარაქას და მრავალ გამარჯვებებს თქვენ პროფესიულ საქმიანობაში!

ვრცლად »
ნოემბერი 18, 2019

გასულ კვირას ბულგარეთის დედაქალაქმა უმასპინძლა ევროპის ტანვარჯიშის კავშირის კონგრესს. კონგრესში მონაწილობა მიიღო კავშირის პრეზიდენტმა, აღმასრულებელმა კომიტეტმა, ტექნიკურმა კომიტეტებმა და ასევე 47 ევროპული ქვეყნის წარმომადგენელმა. მათ შორის იყო ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი კონსტანტინე ლაშხი. კონგრესმა მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები: –დამტკიცდა 2017 წელს სპლიტში (ხორვალტია) განხილული საკითხები, –დამტკიცდა რომ მომავალი წლის 1 აპრილიდან ევროპის ტანვარჯიშის კავშირი შეიცვლის სახელწოდებას და გახდება: ევროპის ტანვარჯიში, –დამტკიცდა წედებაში შეტანილი შესაბამისი ცვლილებებიც, –მოისმინეს და მოიწონეს ტექნიკური კომიტეტების მოხსენებები –მოისმინეს და მოიწონეს 2017 და 2018 წლის ბიუჯეტის ხარჯები და ასევე 2019 და 2020 წლის წინასწარი ბიუჯეტი.

ვრცლად »
ნოემბერი 8, 2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიანიჭა საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პირველ ვიცე–პრეზიდენტს ქალბატონ რუსუდან სიხარულიძეს და ვიცე–პრეზიდენტს სპორტულ აკრობატიკაში ქალბატონ ინგა გიორგობიანს ''საქართველოს სპორტის რაინდის'' წოდებები.

ვრცლად »
ნოემბერი 6, 2019

ზაზაძე საბა და ქუთათელაძე თამარი სენიორებში, ისრაელში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ფინალისტები გახდნენ შერეულთა წყვილებში. ფინალში წყვილმა მეშვიდე ადგილი დაიკავა. ვულოცავთ მათ ამ წარმატებას და ვუსურვებთ წინსვლას .

ვრცლად »
ნოემბერი 1, 2019

ამ დღეებში ისრაელი მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს სპორტულ აკრობატიკაში სინიორებს და აქვე ჩატარდა ჩემპიონატი ასაკობრივ ჯგუფებს შორის. ტურნირზე 12–18 წლის სპორტსმენებს შორის , ჩვენმა ვაჟთა ოთხეულმა: ჩანადირი გიორგიმ, ხმალაძე გიორგიმ, მარიდაშვილი საბამ და ოქროპირიძე გიორგიმ მშვენივრად იასპარეზეს და გავიდნენ ფინალში.

ვრცლად »