ხანგრძლივი, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 88 წლის ასაკში, გრადაიცვალა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, სპორტის დამსახურებული მუშაკი, სპორტის დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი ავთანდილ ცომაია. ფიზკულტურის ინსტიტუტის დამტავრების შემდეგ მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ტანვარჯიშის კათედრს მასწავლებლად, დოცენტად და პროფესორად, მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს ნაკრებ გუნდს სპორტულ ტანვარჯიშში. საქართველოში ტანვარჯიშის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მრავალჯერი იყო დაჯილდოვებული საპატიო სიგელებით, მრავალგზის იღებდა მონაწილეობას რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებსა და კონგრესებში. შექმნილი ჰქონდა მრავალი სხვადასხვა სახის გამოგონება. მიღებული ჰქონდა ათობით ოქროს მედალი. დაჯილდოვებული იყო სსრკ ხალხთა მიღწევების გამოფენის ვერცხლის მედლით. მიუხედავად ხანდაზმულობისა, არ წყვეტდა ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას. საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია მწუხარებას უცხადებს მის ოჯახს და თანაუგრძნობს.