დეკემბერი 12, 2018

მიმდინარე წლის 1–2 დეკენებრს, თბილისში, ტანვარჯიშის ახალ არენაზე გაიმართა საქართველოს პირველობა სპორტულ აკრობატიკაში.
პირველობაში მონაწილეობა მიიღო 90–მდე სპორტულმა აკრობატმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. გუნდები ჩამოვიდნენ: ბათუმიდან, თერჯოლიდან, ქუთაისიდან, რუსთავიდან, მარნეულიდან და ასევე თბილისის გუნდიც მონაწილეობდა.

ვრცლად »
დეკემბერი 10, 2018

1–3 დეკემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქმა უმასპინძლა ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესს. კონგრესში მონაწილეობა მიიღო ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციაში გაწევრიანებულმა ყველა ფედრაციამ.

დელეგატებს შორის იყო საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბატონო კონსტანტინე ლაშხი. ბატონი ლაშხი კონგრესზე შეხვდა მის კოლეგებს სხვადასხვა ფედერაციებიდან და ასევე ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის და ტანვარჯიშის ევროპის კავშირის სხვდასხვა ხელმძღვანელ პირებს. შეხვედრებზე განხილული იყო საქართველოში ტანვარჯიშის განვითარების გეგემები.

ვრცლად »
ნოემბერი 21, 2018

                  საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ულოცავს დაბადების დღეს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს (1988, 90), ევროპის ორგზის ჩემპიონს (1988, 90). სსრკ სამგზის ჩემპიონს (1985, 87, 90) და მეორე პრიზიორს (1986), სსრკ თასის ორგზის მფლობელს (1988, 90), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის მესამე პრიზიორს (1986), I საკავშირო ახალგაზრდული თამაშების ჩემპიონს (1985). სსრკ სპორტის დამსახურებულს ოსტატს. საქართველოს ტანვარჯიშის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს ქალბატონ ინგა გიორგობიანს!
               ქალბატონო ინგა, გულითადად გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ბარაქას და მრავალ გამარჯვებებს თქვენ პროფესიულ გზაზე.

ვრცლად »
ოქტომბერი 26, 2018

მიმდინარე წლის 13– 16 ოქტომბერს, თბილისში, ტანვარჯიშის ახალ არენაზე ჩატარდა სპორტულ ტანვარჯიშში  საერთაშორისო ტურნირი ვითიბი ბანკის თასზე.

         ბანკი ვითიბი 2012 წლიდან არის საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალური სპონსორი და ეს საერთაშორისო ტურნირი უკვე ყოველწლიურად ტარდება.

           ტურნირში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ქვეყნის და კლუბის გუნდებმა და მათ შორის იყო საქართველო იყო წარმოდგენილი ვაჟთა ორი და გოგონათა ორი გუნდით.

     გოგონათა შორის ჩვენმა გოგონებმა გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს. გარდა ამისა ჩვენმა გოგონებმა მოიპოვეს მედლები მრავალჭიდში და ცალკეულ იარაღებზე. მრავალჭიდში მეორე ადგილზე გავიდა ანნა სუბბოტინა, ასევე, ანნამ დაიკავა ორი პირველი ადგილი: ერთი დვირზე ვარჯიშით და მეორე თავისუფალ ვარჯიშში, და მეორე ადგილი ხტომებში და მესამე ნაირსიმაღლის ორძელზე ვარჯიშში.  კარგად იასპარეზეს ჩვენმა იუნიორებმაც: ნინო კახაძემ, მარიამ ბაბუნაშვილმა, ანი გობაძემ და ანანო გრიგორჩუკმა, რომლებისთვისაც ეს იყო პირველი საერთაშორისო ტურნირი.

       ჩვენმა ვაჟების  გუნდმა დაიკავა მეორე ადგილი.

ვრცლად »
ოქტომბერი 23, 2018

          მიმდინარე წლის 3–7  ოქტომბერს პორტუგალიის  ქალაქ ლოულეში გაიმართა ‘’ა’’ კატეგორიის საერთაშორისო ტურნირი ბატუტზე  ხტომებში. ტურნირში მონწილეობა მიიღო 25 ქყვეყნის ტანმოვარჯიშემ და მათ შორის იყვნენ ჩვენი სპორტსმენებიც.

ჩვენმა ბატუტისტებმა მშვენივრად იასპარეზეს და გუნდურ გათამაშებაში მოიპოვეს ოქროს მედლები.

ვრცლად »
ოქტომბერი 1, 2018

         მ/ წლის 19- 24 სექტემბერს ბულგარეთის ქ. კუშტენდილში  ასაკობრივ ჯგუფებში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ბატუტზე ხტომებში,  სადაც  მონაწილეობდა  5  ქვეყანა : საქართველო , უკრაინა, საბერძნეთი, იტალია და ბულგარეთი ( 12 გუნდი). სულ შეჯიბრში გამოდიოდა  200  სპორტსმენამდე. საქართველოდან მონაწილეობდა 9 სპორტსმენი ( 2 ვაჟი, და 7 გოგონა). 

ვრცლად »
სექტემბერი 13, 2018

მიმდინარე წლის,  5–10 სექტემბერს ქ. ბათუმმა მეხუთედ უმასპინძლა ‘’რ. სიხარულიძის სახელობის ტურნირს’’ სპორტულ ტანვარჯიშში. ეს ტუნირი ყოველწლიურად უფრო მეტ და მეტ  მონაწილეს ითვლის. წელს 10 ქვეყნის 15 გუნდმა იასპარეზა რაც  დაახლობით ასამდე ტანმოვარჯიშეს შეადგენდა.

           ტურნირს ორგანიზაცია გაუწიეს : საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინსტრომ, აჭარის ავ. რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა, აჭარის  ქ. ბათუმის მერიამ,  ტურნირის მენეჯმენტი გაწიეს საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულმა ფედრაციამ  და აჭარის ავ. რ. ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ. ტურნირის გენერალური სპონსორი იყო ‘’ვითიბი ბანკი ჯორჯია’’.

   ასპარეზობა  გაიმართა როგორც გოგონებში ასევე ვაჟებში (სინიორები და იუნიორები). გამარჯვებულები გამოვლინდნენ მრავალჭიდში, გუნდურ ასპარეზობაში და ცალკეული იარაღების ფინალებში.

ვრცლად »
აგვისტო 29, 2018

 

     უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში––გრაცია კაპ 2018,  რომელიც  ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით იმართებოდა.  შეჯიბრებაში ქართველ ტანმოვარჯიშეთა გამოსვლა ტრიუმფალური გამოდგა.

     საქართველოს მხატვრული ტანვარჯიშის ნაკრები ჯგუფურ ვარჯიშში ორიოდ თვის წინათ ჩამოყალიბდა. ბუდამეშტში გამართული შეჯიბრი ამ გუნდის ისტორიაში მეორე ტურნირი იყო.  პირველთან შედარებით, ჩვენმა ტანმოვარჯიშეებმა  უკეთ იასპარეზეს და მრავალჭიდში პირველ ადგილი დაიკავეს 31,300 ქულით, მეორეზე ჩეხეთი გავიდა და მესამეზე ავსტრია. 

ვრცლად »
აგვისტო 22, 2018

მიმდინარე წლის, 14-16 აგვისტოს ქ.ბათუმში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ბატუტზე ხტომებში ''აჭარის თასი 2018''.

ტურნირს ორგანიზაცია გაუწიეს ''აჭარის ავ.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა'' და ''აჭარის ავ. რ. ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციამ. ტუნირის სპონსორი იყო სასტუმრო ''ლაით ჰაუზი თბილისი''.

ვრცლად »
ივლისი 6, 2018

 

        მიმდინარე წლის 2 ივლისს ქ. ბათუმში აღინიშნა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, რესპუბლიკური კატეგორიის და საკავშირო კატეგორიის მსაჯის, და სსრ კავშირის სპორტის ოსტატის ბატონი თენგიზ ბოლქვაძის 80 წლის იუბილე.

ვრცლად »
ივნისი 29, 2018

  მიმდინარე წლის, 19- 20 ივნისს,  სომხეთის ქ. ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირში ბატუტზე ხტომებზე, ნორჩმა ქართველმა ბატუტზე მხტომელებმა - 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

     ესენი არიან: ოქრო - მარიამ რაგიმოვი, ნია წითაძე, ლიზი მუშკუდიანი და დავით მესხი, ვერცხლი - ანა ლაპიაშვილი, ნინი ქორიძე, გიორგი ქოქაშვილი, ბრინჯაო- ლუკა ლომთათიძე და ცოტნე ურუშაძე.

ვრცლად »
ივნისი 13, 2018

            საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის მიერ 24 მაისიდან-10 ივნისამდე სპორტის უნივერსიტეტში ჩატარდა ტანვარჯიშის სახეობათა მწვრთნელების სასერტიფიკაციო ტრენინგი. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა მოქმედმა და დამწყებმა მწვრთნელმა, როგორც თბილისიდან, ასევე სხვადასხვა რეგიონებიდან.

           ტანვარჯიშის სახეობათა მწვრთნელთა სერტიფიცირების სისტემა დაინერგა მწვრთნელების კვალიფიკაციის შესამოწმებლად, შემდგომი განვითარებისთვის და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.

ვრცლად »