როგორც მოგეხსენებათ მიმდინარე წლის 21 ივნისდიდან 1 ივლისამდე ქ. მინსკში გაიმართა მეორე ევროპული თამაშები. საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა მეორე ევროპული თამაშები წარმატებით დაასრულა: 30 მედალი და გუნდური მე-7 ადგილი მინსკის მეორე ევროპული თამაშები საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული შედეგით დასრულდა. ქართველმა სპორტსმენებმა მინსკის სარბიელზე სპორტის 7 სახეობაში 30 მედალი მოიპოვეს. მათ შორის 6 ოქროს, 10 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს მედალი, საერთო ჩათვლაში კი მეშვიდე შედეგი აჩვენეს. თამაშებში ევროპის 50 ქვეყნის 4000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩვენ ფედერაცია წარმოდგენილი იყო 3 სახეობაში 5 სპორტსმენით. საუკეთესო შედეგი აჩვენა ლუბა გოლოვინამ. ჩვენი ბატუტზე ხტომების გუნდის ლიდერმა ლუბა გოლოვინამ მეორე ადგილი დაიკავა. დღეს, საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულ ფედერაციაში გაიმართა შეხვედრა ჩვენ ოლიმპიელბთან და მწვრთნელებთან. ფედერაცისს პრეზიდენტმა კონსტანტინე ლაშხმა, გენერალურმა მდივანმა რუსუდან ხოფერიამ, პირველმა ვიცე–პრეზიდენტმა რუსუდან სიხუარულიძემ და ვიცე-პრეზიდენტმა ნელი სალაძემ მიულულოცეს ლუბას ეს მნიშვნელოვანი წარმატება, და უსურვეს შემდეგი წარმატებები მას და ჩვენ დანარჩენ ოლიმპიელებს.