სეოკის პრეზიდენტი ტანვარჯიშის ფედერაციაში

დღეს, ტანავარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ოფისს ეწვია ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ბატონი ლერი ხაბელოვი და გენერალური მდივანი ბატონი ემზარ ზენაიშვილი. გაიმართა შეხვედრა ფედერაციის ხელმძღვანელობასთან.

ფედერაციის პრეზიდენტმა ბატონმა კ. ლაშხმა, გენერაულრმა მდივანმა ქალბატონმა რუსუდან ხოფერიამ, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ქალბატონმა რ.სიხარულიძემ და ვიცე-პრეზიდენტმა ბატონმა ბ. გამსახურდიამ ისაუბრეს ტანვარჯიშის სახეობების პერსპექტივებზე ’’ტოკიო 2020-თან’’ მიმართებაში. აგრეთვე, პრობლემებზე, რომლებიც ითხოვს ყურადღებას, არსებული ბაზების გამოყენების ეფექტურობაზე, რეგიონებიდან ნიჭიერი და პერსპექტიული გოგონებისა და ვაჟების შემდგომი დაოსტატების მიზნით მათ თბილისში გადმოყვანაზე და შესაბამისი პირობების შექმნის აუცილებლობაზე. შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობა მიიღო ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრის დირექტორმა ბატონმა ლ. ლომიძემ.

სურათები