25–26 იანვარს ლოზანაში (შვეიცარია) შედგა ევროპის ტანვარჯიშის კავშირის სხდომები. ერთერთი საკითხი იყო, გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ეხებოდა ევროპის ტანვარჯიშის კავშირის საპრეზიდენტო საბჭოს და აღამსრულებელი კომიტეტების სხდომების ჩატარების ქალაქის განსაზღვრა.
აღმასრულებელმა კომიეტეტმა განხილვის შედეგად მიიღო ჩვენთვის სასიხარულო გადაწყვეტილება და 28 აგვისტოდან 1 სექტემბერამდე თბილისი უმასპინძლებს საპრეზიდენტო საბჭოს და აღმასრულებელი კომიტეტების სხდომებს.
ვრცლად »რამდენიმე დღის წინ რუსეთის დედაქალაქში დასრულდა გრან–პრი მხატვრულ ტანვარჯიშში. ჩვენმა წამყვანმა მხავტრულმა ტანმოვარჯიშემ სალომე ფაჟავამ გურზებით ვარჯიშშ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე, მრავალჭიდის ჯამში სალომემ მე–6 ადგილი დაიკავა და ცალკეულ სახეობებში : რგოლით, გურზებით და ბურთით ვარჯიშებში ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
გურზებით ვარჯიშში ფაჟავამ 19,300 ქულა დაიმსახურა და მესამე ადგილი ხვდა წილად.
ვრცლად »მიმდინარე წელს საქართველო უმასპინძლებს სხვადასხვა საერთშორისო ტურნირებს ტანვარჯიშში.
გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:
>>>სპორტულ აკრობატიკაში, თბილისში, 10–14 აგვისტოს, გაიმართება საერთაშორისო ტურნირი ''გურგენიძის აკრო თასი''.
>>>სპორტულ ტანვარჯიშში, ქუთაისში, 2–7 მაისს, ჩატარდება საერთაშორისო ტურნირი ''ჩვენი მომავალი ოლიმპიელები''.
ასევე, ბათუმში, ჩატარდება
ვრცლად »ძვირფასო მეგობრებო! ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია გილოცავთ დამდეგ შობა–ახალ წელს! დაესწარით მრავალს ჯანმრთელად, ბედნიერად და სპორტულად!
ვრცლად »საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს. XV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს გუნდურ ჩათვლაში, მეორე და მესამე პრიზიორს საგნით ჯგუფურ ვარჯიშსა და ბჯენით ხტომებში (1952, ჰელსინკი), მსოფლიოს ჩემპიონს გუნდურ შეჯიბრებაში და მეორე პრიზიორს საგნით ჯგუფურ ვარჯიშში (1954), სსრკ ჩემპიონს დვირზე ვარჯიშში (1953), საერთაშორისო ტურნირებში მრავალგზის გამარჯვებულს. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატს. ღირსების ორდენის კავალერს ქალბატონ გალინა შარაბიძეს.
ქალბატონო გალინა გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და კეთილდღეობას!
ვრცლად »27 დეკემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2018 წლის სპორტის სამყაროში საუკეთესოები დააჯილდოვა.
ჩვენი ფედერაციის მხატრვული ტანვარჯის მთავარმა მწვრთნელმა, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა, მსოფლიო თასის სამგზის მფლობელმა და ევროპის ჩემპიონმა ჯგუფურ ვარჯიშში (1990წ) ქალბატონმა ელისო ბედოშვილმა გაიმარჯვა 2018 წლის საუკეთესო მსაჯის ნომინაციაში.
2018 წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდება ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ დაიმსახურა.
ვრცლად »საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ულოცავს ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტს, სსრკ ორგზის ჩემიონს ჯგუფურ ვარჯიშშ (1961, 62), სსრკ უნივერსიადაში გამარჯვებულს (1964), საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატს, საბჭოთაკავშირისა და საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, ღირსების ორდენის კავალერს––ქალბატონ ნელი სალაძის დაბადების დღეს!
ქალბატონო ნელი! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, და უამრავ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში!
ვრცლად »მიმდინარე წლის 1–2 დეკენებრს, თბილისში, ტანვარჯიშის ახალ არენაზე გაიმართა საქართველოს პირველობა სპორტულ აკრობატიკაში.
პირველობაში მონაწილეობა მიიღო 90–მდე სპორტულმა აკრობატმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. გუნდები ჩამოვიდნენ: ბათუმიდან, თერჯოლიდან, ქუთაისიდან, რუსთავიდან, მარნეულიდან და ასევე თბილისის გუნდიც მონაწილეობდა.
1–3 დეკემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქმა უმასპინძლა ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესს. კონგრესში მონაწილეობა მიიღო ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციაში გაწევრიანებულმა ყველა ფედრაციამ.
დელეგატებს შორის იყო საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბატონო კონსტანტინე ლაშხი. ბატონი ლაშხი კონგრესზე შეხვდა მის კოლეგებს სხვადასხვა ფედერაციებიდან და ასევე ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის და ტანვარჯიშის ევროპის კავშირის სხვდასხვა ხელმძღვანელ პირებს. შეხვედრებზე განხილული იყო საქართველოში ტანვარჯიშის განვითარების გეგემები.
ვრცლად » საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ულოცავს დაბადების დღეს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს (1988, 90), ევროპის ორგზის ჩემპიონს (1988, 90). სსრკ სამგზის ჩემპიონს (1985, 87, 90) და მეორე პრიზიორს (1986), სსრკ თასის ორგზის მფლობელს (1988, 90), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის მესამე პრიზიორს (1986), I საკავშირო ახალგაზრდული თამაშების ჩემპიონს (1985). სსრკ სპორტის დამსახურებულს ოსტატს. საქართველოს ტანვარჯიშის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს ქალბატონ ინგა გიორგობიანს!
ქალბატონო ინგა, გულითადად გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ბარაქას და მრავალ გამარჯვებებს თქვენ პროფესიულ გზაზე.
მიმდინარე წლის 13– 16 ოქტომბერს, თბილისში, ტანვარჯიშის ახალ არენაზე ჩატარდა სპორტულ ტანვარჯიშში საერთაშორისო ტურნირი ვითიბი ბანკის თასზე.
ბანკი ვითიბი 2012 წლიდან არის საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალური სპონსორი და ეს საერთაშორისო ტურნირი უკვე ყოველწლიურად ტარდება.
ტურნირში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ქვეყნის და კლუბის გუნდებმა და მათ შორის იყო საქართველო იყო წარმოდგენილი ვაჟთა ორი და გოგონათა ორი გუნდით.
გოგონათა შორის ჩვენმა გოგონებმა გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს. გარდა ამისა ჩვენმა გოგონებმა მოიპოვეს მედლები მრავალჭიდში და ცალკეულ იარაღებზე. მრავალჭიდში მეორე ადგილზე გავიდა ანნა სუბბოტინა, ასევე, ანნამ დაიკავა ორი პირველი ადგილი: ერთი დვირზე ვარჯიშით და მეორე თავისუფალ ვარჯიშში, და მეორე ადგილი ხტომებში და მესამე ნაირსიმაღლის ორძელზე ვარჯიშში. კარგად იასპარეზეს ჩვენმა იუნიორებმაც: ნინო კახაძემ, მარიამ ბაბუნაშვილმა, ანი გობაძემ და ანანო გრიგორჩუკმა, რომლებისთვისაც ეს იყო პირველი საერთაშორისო ტურნირი.
ჩვენმა ვაჟების გუნდმა დაიკავა მეორე ადგილი.
ვრცლად »მიმდინარე წლის 3–7 ოქტომბერს პორტუგალიის ქალაქ ლოულეში გაიმართა ‘’ა’’ კატეგორიის საერთაშორისო ტურნირი ბატუტზე ხტომებში. ტურნირში მონწილეობა მიიღო 25 ქყვეყნის ტანმოვარჯიშემ და მათ შორის იყვნენ ჩვენი სპორტსმენებიც.
ჩვენმა ბატუტისტებმა მშვენივრად იასპარეზეს და გუნდურ გათამაშებაში მოიპოვეს ოქროს მედლები.
ვრცლად »










