ბატუტისტების პორტუგალიური წარმატება

მიმდინარე წლის 3–7 ოქტომბერს პორტუგალიის ქალაქ ლოულეში გაიმართა ‘’ა’’ კატეგორიის საერთაშორისო ტურნირი ბატუტზე ხტომებში. ტურნირში მონწილეობა მიიღო 25 ქყვეყნის ტანმოვარჯიშემ და მათ შორის იყვნენ ჩვენი სპორტსმენებიც.

ჩვენმა ბატუტისტებმა მშვენივრად იასპარეზეს და გუნდურ გათამაშებაში მოიპოვეს ოქროს მედლები.

სინიორებში, გოგონებს შორის პირველი ადგილი დაიკავა ნანა გოგაშვილმა, ხოლო ანა ოდიშვილმა დაიკავა მესამე ადგილი. იუნიორებში, გოგონებს შორის მეორე ადგილი დაიკავა ანანო აფაქიძემ. ახალგაზრდებს შორის გაიმარჯვა სოფიო დაშნიანმა.

ეს ტურნირი იყო მოსამზადებელი ეტაპი მსოფლიო ჩემპიონატისთვის და მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატისათვის რომელიც გაიმართება ნოემბერში რუსეთის ქალაქ სანქტ–პეტერნურგში.

ვულოცავთ, ჩვენ სპორსტსმენებს ამ წარმატებას და ველით მომავალ გამარჯვებებს!

სურათები