საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ულოცავს დაბადების დღეს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს (1988, 90), ევროპის ორგზის ჩემპიონს (1988, 90). სსრკ სამგზის ჩემპიონს (1985, 87, 90) და მეორე პრიზიორს (1986), სსრკ თასის ორგზის მფლობელს (1988, 90), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის მესამე პრიზიორს (1986), I საკავშირო ახალგაზრდული თამაშების ჩემპიონს (1985). სსრკ სპორტის დამსახურებულს ოსტატს. საქართველოს ტანვარჯიშის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს ქალბატონ ინგა გიორგობიანს!
ქალბატონო ინგა, გულითადად გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ბარაქას და მრავალ გამარჯვებებს თქვენ პროფესიულ გზაზე.