რამდენიმე დღის წინ რუსეთის დედაქალაქში დასრულდა გრან–პრი მხატვრულ ტანვარჯიშში. ჩვენმა წამყვანმა მხავტრულმა ტანმოვარჯიშემ სალომე ფაჟავამ გურზებით ვარჯიშშ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე, მრავალჭიდის ჯამში სალომემ მე–6 ადგილი დაიკავა და ცალკეულ სახეობებში : რგოლით, გურზებით და ბურთით ვარჯიშებში ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
გურზებით ვარჯიშში ფაჟავამ 19,300 ქულა დაიმსახურა და მესამე ადგილი ხვდა წილად.
აქვე, გრან პრის ეტაპის პარალელურად გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდებს შორის, რომლებიც წელს პირველად მიიღებენ მონაწილეობას პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე ახალაგაზრდებს შორის. ამ ტურნირზე საქართველოს წარმოადგენდნენ: ნუცა ჯანაშვილი და ელიზავეტა მახოშვილი. დებულების თანახმად გოგონები ორ–ორი საგნით გამოვიდნენ და ორივე ფინალში მოხვდა. საუკეთესო შედეგი ნუცამ აჩვენა გურზებით ვარჯიშშ იგი მე–5 ადგილზე გავიდა, ბურთით ვარჯიშში მე–8 ადგილზე გავიდა, ხოლო ელიზავეტა ორივე საგანში მე–8 ადგილზე გავიდა.
ვულოცავთ სალომეს წარმატებულ გამოსვლას, და ვუსურვებთ მას , და ასევე, ნუცას და ელიზავეტას მომავალ წარმატებებს.