წარმატებული გამოდგა ჩვენი ნათელა ბოლატაევას გამოსვლა რიგაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ‘’BALTIC HOOP 2019’’. აღნიშნულ ტურნირს ლატვიის დედაქლაქმა უმასპინძლა წინა კვირას.
ნათელა ბოლატაევა სამი საგნის ფინალში გავიდა, სადაც საუკეთესო აღმოჩნდა მისი გურზებით ასპარეზობა , რომელშიც მან 17,850 ქულა დაიმსახურა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ვრცლად »14–17 მარტს აზერბაიჯანის ტანვარჯიშის ფედერაციამ ქ.ბაქოში უმასპინძლა მსოფლიო თასს სპორტულ ტანვარჯიშში ‘’ატფ თასი’’.
ეს მსოფლიო თასი იყო ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ტოკიო–2020 ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრის გზაზე. პირველი ორი დღე გაიმართა საკვალიფიკაციო შეჯიბრები და ბოლო ორი დღე ფინალები. 41 ქვეყნის 170 ტანმოვარჯიშემ მიიღო მონაწილეობა, სადაც 120 ვაჟი და 50 გოგონა იყო. მათ შორის იყვნენე ჩვენი ტანმოვარჯიშეებიც.
ვრცლად »გასულ კვირას კიევმა უმასპინძლა ერთდროლად კიევის გრან–პრის მხატვრულ ტანვარჯიშში, და საერთაშორისო ტურნირს ‘’ირინა დერიგინას თასი’’ სინიორებს და იუნიორებს შორის .
სამივე ტურნირზე ასპარეზობდენენ ჩვენი გოგონები. გრან–პრიზე, რომელიც რანგით ერთ
–ერთი უმაღლესი დონის შეჯიბრებაა, სალომე ფაჟავამ ცალკეულ საგენბში : ბურთით და გურზებით ვარჟიშში ფინალში იასაპარეზა. გურზებში სალომემ ყველას აჯობა და 19,700 ქულით ოქროს მედალი მოიპოვა. ბაფთით ვარჯიშში კი, ბრინჯაოს მედლამდე ოდნავ დააკლდა და მეოთხე ადგილზე გავიდა.
ვრცლად »საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრები სპორტულ ტანვარჯიშში იმყოფებოდნენ საწვრთნო სასწავლო შეკრებაზე ბელორუსის ქალაქ მოგილევში, ასევე, მოგილევში , 04–08 მარტს გაიმართა საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში. ჩვენ ტანმოვარჯიშეებთან ერთად აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ქვეყნის 58 ტანმოვარჯიშემ.
ვრცლად »გასულ კვირას, ქ. ნოვი სადში (სერბეთი) საერთაშორისო ტანვარჯიშის ფედერაციის (FIG) სერბეთის ტანვარჯიშის ფედერაციასთან თანამშრომლობით, ჩატარდა საერთაშორისო კურსი ‘’ტანვარჯიში ყველასთვის’’.
კურსი, სასტუმრო ‘’პარკში’’ ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო ევროპისა და აფრიკის 14 ქვეყნის 26 მონაწილემ. მონაწილეები წარმოადგენდნენ არა მხოლოდ იმ ქვეყნებს, სადაც ‘’ტანვარჯიში ყველასთვის’’ არის განვითარებული როგორც დისციპლინა არამედ იმ ქვეყნებსაც სადაც ჯერჯერობით ის მხოლოდ თეორიულად არსებობს.
ამ კურსზე მოწვეული იყვენენ
ვრცლად »25–26 იანვარს ლოზანაში (შვეიცარია) შედგა ევროპის ტანვარჯიშის კავშირის სხდომები. ერთერთი საკითხი იყო, გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ეხებოდა ევროპის ტანვარჯიშის კავშირის საპრეზიდენტო საბჭოს და აღამსრულებელი კომიტეტების სხდომების ჩატარების ქალაქის განსაზღვრა.
აღმასრულებელმა კომიეტეტმა განხილვის შედეგად მიიღო ჩვენთვის სასიხარულო გადაწყვეტილება და 28 აგვისტოდან 1 სექტემბერამდე თბილისი უმასპინძლებს საპრეზიდენტო საბჭოს და აღმასრულებელი კომიტეტების სხდომებს.
ვრცლად »რამდენიმე დღის წინ რუსეთის დედაქალაქში დასრულდა გრან–პრი მხატვრულ ტანვარჯიშში. ჩვენმა წამყვანმა მხავტრულმა ტანმოვარჯიშემ სალომე ფაჟავამ გურზებით ვარჯიშშ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე, მრავალჭიდის ჯამში სალომემ მე–6 ადგილი დაიკავა და ცალკეულ სახეობებში : რგოლით, გურზებით და ბურთით ვარჯიშებში ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
გურზებით ვარჯიშში ფაჟავამ 19,300 ქულა დაიმსახურა და მესამე ადგილი ხვდა წილად.
ვრცლად »მიმდინარე წელს საქართველო უმასპინძლებს სხვადასხვა საერთშორისო ტურნირებს ტანვარჯიშში.
გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:
>>>სპორტულ აკრობატიკაში, თბილისში, 10–14 აგვისტოს, გაიმართება საერთაშორისო ტურნირი ''გურგენიძის აკრო თასი''.
>>>სპორტულ ტანვარჯიშში, ქუთაისში, 2–7 მაისს, ჩატარდება საერთაშორისო ტურნირი ''ჩვენი მომავალი ოლიმპიელები''.
ასევე, ბათუმში, ჩატარდება
ვრცლად »ძვირფასო მეგობრებო! ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია გილოცავთ დამდეგ შობა–ახალ წელს! დაესწარით მრავალს ჯანმრთელად, ბედნიერად და სპორტულად!
ვრცლად »საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს. XV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს გუნდურ ჩათვლაში, მეორე და მესამე პრიზიორს საგნით ჯგუფურ ვარჯიშსა და ბჯენით ხტომებში (1952, ჰელსინკი), მსოფლიოს ჩემპიონს გუნდურ შეჯიბრებაში და მეორე პრიზიორს საგნით ჯგუფურ ვარჯიშში (1954), სსრკ ჩემპიონს დვირზე ვარჯიშში (1953), საერთაშორისო ტურნირებში მრავალგზის გამარჯვებულს. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატს. ღირსების ორდენის კავალერს ქალბატონ გალინა შარაბიძეს.
ქალბატონო გალინა გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და კეთილდღეობას!
ვრცლად »27 დეკემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2018 წლის სპორტის სამყაროში საუკეთესოები დააჯილდოვა.
ჩვენი ფედერაციის მხატრვული ტანვარჯის მთავარმა მწვრთნელმა, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა, მსოფლიო თასის სამგზის მფლობელმა და ევროპის ჩემპიონმა ჯგუფურ ვარჯიშში (1990წ) ქალბატონმა ელისო ბედოშვილმა გაიმარჯვა 2018 წლის საუკეთესო მსაჯის ნომინაციაში.
2018 წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდება ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ დაიმსახურა.
ვრცლად »საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ულოცავს ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტს, სსრკ ორგზის ჩემიონს ჯგუფურ ვარჯიშშ (1961, 62), სსრკ უნივერსიადაში გამარჯვებულს (1964), საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატს, საბჭოთაკავშირისა და საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, ღირსების ორდენის კავალერს––ქალბატონ ნელი სალაძის დაბადების დღეს!
ქალბატონო ნელი! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, და უამრავ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში!
ვრცლად »