ამ დღეებში ისრაელი მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს სპორტულ აკრობატიკაში სინიორებს და აქვე ჩატარდა ჩემპიონატი ასაკობრივ ჯგუფებს შორის. ტურნირზე 12–18 წლის სპორტსმენებს შორის , ჩვენმა ვაჟთა ოთხეულმა: ჩანადირი გიორგიმ, ხმალაძე გიორგიმ, მარიდაშვილი საბამ და ოქროპირიძე გიორგიმ მშვენივრად იასპარეზეს და გავიდნენ ფინალში. ფინალში, ჩბენ ბიჭებს სულ ოდნავ დააკლდათ რომ გასულიყვნენ მესამე ადგილზე და საბოლოოდ დასჯერდენენ მეოთხე ადგილს. ვულოცავთ ჩვენ ოთხეულს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ უფრო დიდ წარმატებებს.