დღეს თბილისში დაიწყება სემინარი "ტანვარჯიში ყველასთვის". სემინარი ტარდება საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით. აღნიშნულ სემინარს დაესწრება 60-მდე მწვრთნელი თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან.
ვრცლად »საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს , სპორტულ ტანვარჯიშში მსოფლიო ჩემპიონს და მესამე პრიზიორს თავისუფალ ვარჯიშში (1974); სსრკ ორგზის ჩემპიონს (1973, მრავალჭიდი; 1974, თავისუფალი ვარჯიში); საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატს, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელს, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯს, ღირსების ორდენის კავალერს, სპორტის რაინდს, ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ქალბატონ რუსუდან სიხარულიძეს! ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, ბედნიერებას და მრავალ პროფესიულ წარმატებას!
ვრცლად »საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო სესია 2020 წლის 11 სექტემბერს გაიმართება დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელსაც უძღვებოდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. სხდომაზე განიხილეს სამი საკითხი, მათ შორის - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო სესიის მოწვევის შესახებ. აღმასრულებელმა კომიტეტმა დაადგინა, რომ „საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წესდების მე-8 თავის 1.1. მუხლის შესაბამისად, 2020 წლის 11 სექტემბერს მოწვეულ იქნას სეოკ-ის საანგარიშო-საარჩევნო სესია.“ ამავე სხდომაზე დაამტკიცეს სეოკ-ის საანგარიშო-საარჩევნო სესიის დღის წესრიგი და სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევის რეგლამენტი. სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია სეოკ-ის წესდების და საერთაშორისო ოლიმპიური ქარტიის მოთხოვნების სრული დაცვით.
ვრცლად »ხანგრძლივი, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 88 წლის ასაკში, გრადაიცვალა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, სპორტის დამსახურებული მუშაკი, სპორტის დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი ავთანდილ ცომაია. ფიზკულტურის ინსტიტუტის დამტავრების შემდეგ მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ტანვარჯიშის კათედრს მასწავლებლად, დოცენტად და პროფესორად, მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს ნაკრებ გუნდს სპორტულ ტანვარჯიშში.
ვრცლად »ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის მიერ დღეს ჩატარდა ონლაინ შეხევედრა ''ტანვარჯიში ყველასთვის'' დისციპლინაში. ეს უკვე მე-3 შეხვედრა იყო , პირველ შეხვედრას 8 ივლისს შემოურთდა 27 მონაწილე და მეორე შეხვდრაზე 13 ივლისს 37 მონაწილე. დღევანდელ შეხევდრაზე 19 მონაწილესთან ერტად ასევე ჩართული იყო "ტანვარჯიში ყველასთვის" ტექნიკური კომიტეტის წევრები. შეხვედრას უძღვებოდა ტანვარჯიშის საერთაშორიოს ფედერაციის "ტანვარჯიშის ყველასთვის" კომიტეტის პრეზიდენტი ქალბატონი მარგარეტ სიკკენ ალქვისტი. საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციას წარმოდგენდა ფედერციის საერთაშორისო ურთიერთობათა მენეჯერი და ამავდროულად "ტანვარჯიში ყველასთვის" სპეციალისტი გიორგი გეგეჭკორი.
ვრცლად »ქ. ბათუმში მიმდინარეობს 3400 მაყურებელზე გათვლილი სპორტული კომპლექსის მშენებლობა. დარბაზი, დაახლოებით 23 000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე მოეწყობა და იქ სხვადასხვა სპორტული სახეობების სექცია განთავსდება მათ შორის სპორტული ტანვარჯიშისა და მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზი თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსში გასახდელები, საპირფარეშოები, დამხმარე და საინვენტარო სათავსოები მოეწყობა. შენობას ასევე ღია ავტოსადგომი ექნება. კომპლექსი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. დარბაზის შენებლობის დასრულება დაგემოლია მიმდინარე წლის შემოდგომაზე.
ვრცლად »ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი რომელიც უნდა ჩატარებულიყო 2020 წლის 23-25 ოქტომბერს გადაიდო. აღნიშნული კონგრესი ჩატარდება 2021 წლის 29-31 ოქტომბერს თურქეთში, ქალაქ ანტალიაში. ამ კონგრესზე უნდა მოხდეს ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის მმართველი პირების არჩევა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა და გადაწყვეტა.
ვრცლად »23 ივნისს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში გაიმართა სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელსაც უძღვებოდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. განხილული იყო სხვადასხვა მიმდინარე საკითხები. ასევე, გაიმართა რამდენიმე ღონისძიება და დიჯლდოვებაც. სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა ჩვენი ფედერაციის ორ ღირშესანიშნავ წევრს: ბატონ ზაქარია სულაშვილს--საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი და 1988 წლიდან დღემდე არის ბატუტზე ხტომებში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომელმაც აღზარდა ბევრი განთქმული და წარმატებული სპორტსმენი. და ქალბატონ როზა ბერიკაშვილს--საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი - ტანვარჯიშში, სპორტის დამსახურებული მუშაკი,ღირსების ორდენის კავალერი. ვულოცავთ ბატონ ზაქარიას და ქალბატონ როზას ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს.
ვრცლად »საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია გილოცავთ საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს! ვულოცავთ, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, სხვადასხვა თაობის ქართველ ოლიმპიელებს, საქართველოს ოლიმპიური გუნდის წევრებს და კანდიდატებს, მწვრთნელებს, სპორტულ ფედერაციებს, ყველა იმ ორგანიზაციას თუ პიროვნებას, ვინც იღწვის ქვეყანაში სპორტის განვითარებისთვის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისთვის, ოლიმპიური ფასეულობების პოპულარიზაციისთვის.
ვრცლად »ევროპის ტანვარჯიშმა მიიღო გადაწყვეტილება რომ წელს გაუქმებული ბატუტზე ხტომებში ევროპის ჩემპიონატი, ჩატარდება 2021 წლის 29 აპრილი-2 მაისი ქ. სოჭში (რუსეთი).
ვრცლად »