მიმდინარე წლის, 5–10 სექტემბერს ქ. ბათუმმა მეხუთედ უმასპინძლა ‘’რ. სიხარულიძის სახელობის ტურნირს’’ სპორტულ ტანვარჯიშში. ეს ტუნირი ყოველწლიურად უფრო მეტ და მეტ მონაწილეს ითვლის. წელს 10 ქვეყნის 15 გუნდმა იასპარეზა რაც დაახლობით ასამდე ტანმოვარჯიშეს შეადგენდა.
ტურნირს ორგანიზაცია გაუწიეს : საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინსტრომ, აჭარის ავ. რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა, აჭარის ქ. ბათუმის მერიამ, ტურნირის მენეჯმენტი გაწიეს საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულმა ფედრაციამ და აჭარის ავ. რ. ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ. ტურნირის გენერალური სპონსორი იყო ‘’ვითიბი ბანკი ჯორჯია’’.
ასპარეზობა გაიმართა როგორც გოგონებში ასევე ვაჟებში (სინიორები და იუნიორები). გამარჯვებულები გამოვლინდნენ მრავალჭიდში, გუნდურ ასპარეზობაში და ცალკეული იარაღების ფინალებში.