პატარა ბატუტისტების წარმატება ერევანში

მიმდინარე წლის, 19- 20 ივნისს, სომხეთის ქ. ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირში ბატუტზე ხტომებზე, ნორჩმა ქართველმა ბატუტზე მხტომელებმა - 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ესენი არიან: ოქრო - მარიამ რაგიმოვი, ნია წითაძე, ლიზი მუშკუდიანი და დავით მესხი, ვერცხლი - ანა ლაპიაშვილი, ნინი ქორიძე, გიორგი ქოქაშვილი, ბრინჯაო- ლუკა ლომთათიძე და ცოტნე ურუშაძე.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ქოქაშვილის გარდა ( გორის ტანვარჯიშის სკოლა) , 8 ტანმოვარჯიშე არის თბილისიდან. მათ წარმატებულ გამოსვლაში წვლილი მიუძღვის მათ მწვრთნელებს: რეზო გამხოშვილს, ხათუნა კოკობინიძეს, ია ხოფერიას, ინგა მენთეშაშვილს,შავავ კალოევს, როზა ბერიკაშვილს და ეროვნული ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელს ზაურ სულაშვილს.

სურათები