დღეს, სპორტული ფედერაციებისა და ორგანიზაციების ინფორმირების მიზნით, ონლაინ პლატფორმა ზუმის მეშვეობით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ წარმოდგენილი იყო პროგრამა ''ერასმუს+სპორტი''–ს საინფორმაციო სახის პრეზენტაციები. ონლაინ შეხვედრაში მონაწილოება მიიღო 50–მდე სპორტულმა ფედერაციამ და ორგანიზაციამ. მათ შორის იყო ჩვენი ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობათა მენეჯერი გიორგი გეეგჭკორი. პროგრამა ''ერასმუს+სპორტი''მიზნად ისახავს ევროპული პარტნიორობების მხარდაჭერას მასობრივის სპორტის მიმართულების, სპორტული პოლიტიკის განვითარებისა და სპორტული ერთიანობის პრინციპების დასაცავად. შეხვედრის მოდერატორი იყო ვასილ ლიპარტელიანი–სპორტის განვითარების დეპარტამენტის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სამმართველოს უფროსი, და პრეზენტაციები წარმოადგინეს: ირაკლი დოლაბერიძემ–სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი, სოფო ბურდული–ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი, ზურაბ ბერუკაშვილი–ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი. ასევე, კითხვა–პასუხის რეჟიმში გაიმართა დისკუსია და განხილვები.