საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ კონსტანტინე ლაშხს! ბატონო კონსტანტინე, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, დღეგრძელობას და წარმატებებს თქვენს ყველა საქმიანობაში!
ვრცლად »მიმდინარე წლის, 18-20 ივნისს, ეგვიპტეში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში ''ფარაონის თასი''. იუნიორთა პროგრამით მონაწილოება მიიღო 12 ქვეყნის 45 ახალგაზრდა ტანმოვარჯიშემ. ამ ტანმოვარჯიშეებს შორის იყო ორი ჩვენი ახალგაზრდული იუნიორთა ნაკერბი გუნდის წევრები: მარიამი ქაჯაია და ნინო კვანტალიანი (მწვრთნელი: ელისო ბედოშვილი). ჩვენი გოგონები გავიდნენ ფინალში : გურზებით ვარჯიშში მარიამი ქაჯაია მე-5 ადგილი, რგოლით ვარჯიშში მარიამი ქაჯაია მე-7 ადგილი, ბურთით ვარჯიშში ნინო კვანტალიანი მე-8 ადგილი.
ვრცლად »საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს ქალაქ თბილისის ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტს ქალბატონ როზა ბერიკაშვილი. ქალბატონო როზა, გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, ბედნიერებას და წარმატებებს თქვენს საქმიანობაში!
ვრცლად »ამ დეებში ბულგარეთის მზიან ქალაქ ვარნაში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი მხატვრულ ტანვარჯშში. ევროპის უძლიერესი მხატვრული ტანმოვარჯიშეები აარკვევენ ერთმანეთში ევროპის უძლიერესი ტანმოვარჯიშის ტიტულის. ამავდროულად გათამაშდება დარჩენილი ოლიმპიური ლიცენზიები ტოკიო2020-ისთვის. საქართველოდან 3 სინიორი ტანმოვარჯიშე და იუნიორთა ჯგუფური გუნდი მონაწილეობდა. ინდივიდუალური ტანმობვარჯიშეების ორდღიანი გამოსვლების შედეგად გაირკვა ყველა საგანში ფინალისტები და ესევე მრავალჭიდის ფინალისტები. ამ წუთებში მოვიდა ინფორმაცია ვარნადან რომ ჩვენი გუნდის ლიდერმა: სალონე ფაჟავამ მოიპოვა ადგილი მრავალჭიდის ფინალში.
ვრცლად »საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს ბატუტზე ხტომებში, საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, საქართველოს ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელს ბატუტზე ხტომებში, დამსახურებულ მოღვაწეს, ‘’ღირსების’’ მედალოსანს--- ბატონ ზაქარია სულაშვილს, დღეს აქვს დაბადების დღე. საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ულოცავს ბატონ ზაქარიას დაბადების დღეს და უსურვებს მას ჯანრთელობას , დღეგრძელობას, პროფესიულ წარმატებებს და ოჯახურ კეთილდღეობას. გვემაყებით ბატონო ზაურ და გისურვებთ რომ კიდევ დიდხანს იყოთ ქართული სპორტის სამსახურში!
ვრცლად »ამ დღეებში კიევში მიმდინარეობს საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში "უკრაინის საერთაშორისო თასი". ჩვენმა ტამოვარჯიშეებმა წარმატებით ჩაატარეს დღევანდელი დღე და 3 მათგანი ხვალ გამოვა ფინალებში ცალკეუ იარაღებზე. დაჩი დოლიძე ტაიჭზე გამოვა, იოანე ჯიმშელეიშვილი თავისუფალ ვარჯიშში და ბჯენით ხტომებში და ანი გობაძე გამოვა ოთხივე იარაღზე! წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენ ტანმოვარჯიშეებს!
ვრცლად »არც ისე დიდი ხნის წინ მსაჯი უნდა დაყრდნობილიყო საკუთარ შენახულ ვიდეოებს , ან იმას, რასაც YouTube- ზე ნახავდა, იმისთვის რომ მომზადება დაეწყო ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდისთვს, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ ბარდება , საერთაშორისო კატეგორიის ბრევეს მისაღებად. ამასობაში, მწვრთნელებს პრაქტიკულად არ ქონდათ წვდომა ოფიციალურ ინფორმაციაზე, რაც მათ საშუალებას აძლევდა დაენახათ, თუ როგორ იყენებდნენ მსაჯები გამოკლებებს ან აფასებდნენ სირთულეებს. მაგრამ დრო შეიცვალა! ახლა არსებობს ინტერაქტიული პროგრამა ტანვარჯიშის შესასწავლად - ოფიციალური FIG Gymnastics Interactive პროგრამა - მხატვრული, სპორტული, ბატუტზე ხტომების, აკრობატული და აერობუკლი ტანვარჯიშისთვის. ამერიკელი დუგლას ჰილსის მიერ შექმნილია პროგრამა, მსოფლიოში
ვრცლად »5-10 მაისს ქალაქ ქუთაისში (საქართველო), გაიმართა მე –2 საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში ‘’ქუთაისის თასი– ჩვენი მომავალი ოლიმპიელები’ ’. ტურნირში 5 ქვეყნის 30 ტანმოვარჯიშემ მიიღო მონაწილეობა: საქართველო, სომხეთი, ბელორუსი (‘’ბსდიუშორი’’- ის გოგონების გუნდი და "კოლცა სლავის" ვაჟთა გუნდი), ლატვია (რიგის ტანვარჯიშის სკოლის გოგონათა გუნდი) და პოლონეთი (‘’მკს გდანსკის კლუბის’’– ის გოგონების გუნდი და პოლონეთის ვაჟთა გუნდი). პანდემიის შეზღუდვების გამო, ყველა გუნდი ჩამოვიდა PCR– ის ტესტის უარყოფითი შედეგებით, მათ შორის საქართველოს გუნდიც, და ასევე, ყველა გუნდს ტესტირება ადგილზეც ჩაუტარდათ 7 მაისს, გუნდურ შეჯიბრებში შედეგები შემდეგი იყო:
ვრცლად »დღეს, სოჭში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი ბატუტზე ხტომებში და სინიორების ასპარეზობა მიმდინარეობს. ჩვენმა სინიორმა გოგონებმა კარგად იასპარეზეს და მათი სამეული მოხვდა ნახევარფინალში: ლუბა გოლოვინა, თეონა ჯანჯღავა და სოფიო დაშნიანი. ასევე, ჩვენი სინიორების გუნდი იასპარეზებს გუნდურ ფინალში.
ვრცლად »რამდენიმე სტატისტიკა ჩვენი ფედერაციის Facebook გვერდის შესახებ: ამ დროისთვის ჩვენ გვყავს: 6657 მეგობარი და 6823 მიმდევარი. ჩვენი გვერდი გულშემატკივართა ტოპ 3 ქალქია:
1. თბილისი
2. ბათუმი
3. ქუთაისი
ჩვენი გვერდის გულშემატკივართა ტოპ 3 ქვეყნებია:
1. საქართველო
2. აშშ
3. იტალია
ამ დროისთვის ჩვენ გვყავს: 6657 მეგობარი: და მეგობრების 82% ქალბატონია, ხოლო 18% მამაკაცი
მადლობას გიხდით ყველას და იმედი მაქვს, რომ ეს რიცხვები გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება!
ვრცლად »თბილისი (კოვიდ-19 რეგულიაციების დაცვით!)
1) დასახელება: ქ.თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების ცენტრი მისამართი: ზაზიაშვილის ქუჩა N14ჩ (ყოფილი მონტინის ქუჩა) საკონტაქტო ნომერი: 579236764--ადმინისტრაცია
2) დასახელება: ქ.თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების ცენტრი მისამართი: მედეა ჯუღელის N1 (ლაგუნა ვერესთან) საკონტაქტო ნომერი: (0322) 2987509-ადმინისტრაცია
3) დასახელება: დიღმის ოლიმპიური ცენტრი ‘’ტანვარჯიშის არენა’’ მისამართი: ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა N9 (დიღმის ჭალები, აშშ-ს საელჩოსთან) საკონტაქტო ნომერი: 595398507---ადმინსიტრაცია
4) დასახელება: ‘’ელტარული ტანვარჯიშის აკადემია’’ მისამართი: გლდანის I მ/რ, ხიზაბავრის N 5 საკონტაქტო ნომერი: 598241011 საკონტაქტო ნომერი: 597010725
ვრცლად »რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულმა ფედერაციამ მიიღო ოფიციალური წერილი ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციისგან, რომელშიც ნათქვამი იყო რომ ყველა ის მსაჯი რომელიც შარშან იყო მიწვეული "ტოკიო2020 ოლიმპიური თამაშების" სამსაჯოდ, წელს ასევე არიან მიწვეულები. აქედან გამომდინარე ჩვენი ფედერაციის სამი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, იმსაჯებს "ტოკიო2020-ზე": 1) რუსუდან ხოფერია--ბატუტზე ხტომები 2)ელისო ბედოშვილი--მხატვრული ტანვარჯიში 3)ილია გიორგაძე--სპორტული ტანვარჯიში ვულოცავთ ჩვენ მსაჯებს, და ვუსურვებთ წარმატებებს ტოკიოში!
ვრცლად »