29 სექტემბერს იტალიის ქალაქ პეზაროში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა სპორტულ აკრობატიკაში. სადაც იუიორებს შორის მონაწილეობას იღებს საქართველოს ნაკრები გუნდის შერეული წყვილი: ლაშა ღიბრაძე და ლანა წურწუმია. მათ ძალიან კარგად გაირეს საკვალიფიკაციო ეტაპი, და ისინი ორივე ვარჯიშში (ბალანსი, დინამიკა) მოხვდნენ ფინალში. ასევე, მეხუთე შედეგით მოხვდნენ მრავალჭიდის ფინალში, რომელიც გაიმართება 2 ოქტომებრს, ხოლო ცალკეული ვარჯიშის (დინამიკა) ფინალი 3 ოქტომბერს. ვულოცავთ ყველას ფინალში გასვლას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს. აქვე მოგასენებთ რომ ევროპის ჩემპიონატზე დაგეგმილი იყო გოგონათა წყვილის : ნინო ჩქარიაულის და მარიამ მიქელაძის მონაწილეობა, მაგრამ სამწუხაროდ, გარკვეული, გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო მათ ვერ შეძლეს ჩემპიოჯნატზე მონაწილეობის მიღება