მარიამი და ნინო ფინალში არიან!

სასიხარულო ინფორმაცია მოგვივიდა ბაქოდან. ამ დღეებში აზერბაიჯანის დედაქალაქი მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატს ბატუტზე ხტომებში ასაკობრივ ჯგუფებს შორის. აღნიშნულ ჩემპიონარზე საქართველო წარმოდგენილია რამდენიმე ასაკობრივ ჯგუფში. მათ შორის 11-13 წელი ასაკობრივ ჯგუფში ასპარეზობენ მარიამ სულაშვილი და ნინო ქორიძე. ეს ჩვენი გოგონებისთვის არის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, და მათ წარმატებით გაართვეს თავი და მე-7 ადგილით მოხვდნენ ფინალში. წარმატებულ ფინალს ვუსურვებთ მარიამს და ნინოს!