5-10 მაისს ქალაქ ქუთაისში (საქართველო), გაიმართა მე –2 საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში ‘’ქუთაისის თასი– ჩვენი მომავალი ოლიმპიელები’ ’. ტურნირში 5 ქვეყნის 30 ტანმოვარჯიშემ მიიღო მონაწილეობა: საქართველო, სომხეთი, ბელორუსი (‘’ბსდიუშორი’’- ის გოგონების გუნდი და "კოლცა სლავის" ვაჟთა გუნდი), ლატვია (რიგის ტანვარჯიშის სკოლის გოგონათა გუნდი) და პოლონეთი (‘’მკს გდანსკის კლუბის’’– ის გოგონების გუნდი და პოლონეთის ვაჟთა გუნდი). პანდემიის შეზღუდვების გამო, ყველა გუნდი ჩამოვიდა PCR– ის ტესტის უარყოფითი შედეგებით, მათ შორის საქართველოს გუნდიც, და ასევე, ყველა გუნდს ტესტირება ადგილზეც ჩაუტარდათ 7 მაისს, გუნდურ შეჯიბრებში შედეგები შემდეგი იყო: გოგონათა გუნდები: I ადგილი– საქართველოს გუნდი (94.031 ქულა) II ადგილის – ‘’ბსდიუშორის’’ ბელორუსის გუნდი (93.533 ქულა) III ადგილი –რიგის ტანვარჯიშის სკოლის გუნდი (92.899) ვაჟების გუნდები: I ადგილი– სომხეთის გუნდი (153.031 ქულა) II ადგილი –პოლონეთის გუნდი (142.564 ქულა) III ადგილი– ‘’კოლცა სლავი’’ ბელორუსის გუნდი (103.433). მრავალჭიდის და ცალკეუული იარაღების ფინალებში მედლები გუნდებს შორის გაიყო შემდეგნაირად: საქართველო: გოგონათა გუნდი 8 მედალი ვაჟთა გუნდი 2 მედალი სომხეთი: გოგონათა გუნდი 1 მედალი ვაჟთა გუნდი 14 მედალი ბელორუსი: ‘’ბსდიუშორის’’ ბელორუსის გუნდი 5 მედალი ‘’კოლცა სლავი’’ ბელორუსის გუნდი 5 მედალი ლატვია: რიგის ტანვარჯიშის სკოლის გუნდი 5 მედალი პოლონეთი: პოლონეთის ვაჟთა გუნდი 5 მედალი ტურნირის ორგანიზაციაში და მენეჯმენტში ჩვენმა ფედერაციამ დიდი დახმარება და მხარდაჭერა მიიღო საქართველოს პარლამენტის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატისგან ბატონ ზაზა ლომინაძისგან, ასევე, ქუთაისის მერისგან ბატონ სოსო ხახალეიშვილსგან და ასევე, იმერეთის (ქუთაისის) ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტისგან ბატონ მამუკა რიჟამაძესგან. მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ რთულ პერიოდში დაგვეხმარა ამ ტურნირის ორგანიზაბაში და წარმატებით ჩატარებაში! და რა თქმა უნდა, ჩვენი განსაკუთრებული მადლობა ყველა მონაწილე გუნდს! იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს ყველას გნახავთ! წარმატებებს გისურვებთ ძვირფასო მეგობრებო!