Aversi Clinic ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ეგიდით და „ქართული ოცნება ჯანმრთელი - მომავალის“ ხელშეწყობით, ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მედალოსნებს უფასო დიაგნოსტიკური და ინსტრუმენტალური კვლევები ჩაუტარდებათ „ავერსის” კლინიკაში. „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“ 2012 -დან ახორციელებს საქველმოქმედო აქციებს. ჩატარებული აქვს 200 000 - მდე ადამიანის გამოკვლევა, 300 -ზე მეტი საქველმოქმედო აქცია, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში. აქციის ფარგლებში და საჭიროების შემთხვევაში, კლინიკაში შესაძლებელია უფასო სტაციონალური მკურნალობის მიღებაც. „აქციის მიზანია - დაავადებების ადრეული გამოვლენა და დროული მკურნალობა, რაც საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ გართულებები. წინასწარ შემუშავებული გეგმის სახით დაიგეგმება სხვადასხვა სპორტის სახეობების მიხედვით, როგორც ვეტერანი ასევე მოქმედი სპორტსმენების უფასო სამედიცინო გამოკვლევა“ განაცხადა კომიტეტის წევრმა, დავით კაჭარავამ.