ძვირფასო მეგობრებო! ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია გილოცავთ დამდეგ შობა–ახალ წელს! დაესწარით მრავალს ჯანმრთელად, ბედნიერად და სპორტულად!

ქალაქი ბაქო (აზერბაიჯანი) მასპინძლობს ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ტანვარჯიში ყველასთვის კოლოკვიუმს. ტანვარჯიში ყველასათვის დისციპლინის ლიდერები მთელი მსოფლიოდან განიხილავენ ამ დისციპლინის განვითარებისა და პოპულარიზაციის სამომავლო გეგმებს. წელს კოლოკვიუმმა მიიღო იუნესკოს მფარველობა. 42 მონაწილე ქვეყანას შორის საქართველოს წარმოდგენს ბატონი გიორგი გეგეჭკორი - ტანვარჯიში ყველასთვის დისციპლინის ხელმძღვანელი საქართველოში.