31 აგვისტოს ევროპის ტანვარჯიშის კავშირის საპრეზიდენტო საბჭოს დასრულების შემდეგ, კავშირის პრეზიდენტმა ბატონმა ფარიდ გაიბოვმა მადლობა გადაუხადა ფედერაციის წევრებს შეხვედრის ორგანიზაციისთვის. ასევე, გადასცა საპატიო მედლები და საჩუქრები: ფედერაციის პრეზიდენტს კონსტანტინე ლაშხს, გენერალურ მდივანს რუსუდან ხოფერის, ვიცე-პრეზიდენტს ბესარიონ გამსახურდიას და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერს გიორგი გეგეჭკორს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა და საპატიო მედალი გადაეცა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.