მიმდინარე წლის 1-2 ინვისს ქ.ბაქოში გაიმართა მეორე საერთაშორისო ტურნირი ტანვარჯიშში ყველასათვის. მონაწილეობა მიიღო 4 ქვეყნის: საქართველოს, აზერბაიჯანის, სიერა ლეონეს, და მონღოლეთის 60 გუნდმა. შარშან, პირველ ტურნირზე, საქართველოს ჰყავდა 1 გუნდი, წელს ჩვენ წარვსდექით 4 გუნდით: Acro Family, Dio Dance Seniors, Dio Dance Juniors, Dio Dance Pre-Juniors. საქართველოს 4-ივე გუნდმა მშვენივრად იასპარეზეს და დაეუფლნენ ოქროს მედლებს. გარდა ამისა, რუსთავის გუნდმა ,,Acro Family,, ვარჯიშის უზადოდ შესრულებისთვის მიიღო სპეციალური თასი რომელიც მათ გადასცა აზერბაიჯანის ახალგაზრდობის და სპორტის მინისტრმა ბატონმა ფარიდ გაიბოვმა და მისმა მოადგილემ ქალბატონმა მარიანა ვასილევამ. ასევე, ტურნირის ფარგლებში