მხატვრული ტანვარჯიშის სემინარი

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ეგიდით ჩატარდა მწვრთნელთა სემინარი მხატვრულ ტანვარჯიშში, რომლის ორგანიზატორიც გახლდათ საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი მხატვრულ ტანვარჯიშში, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, მე-20 საუკინის მწვრთნელი ნელი სალაძე. სემინარზე მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს მხატვრული ტანვარჯიშის ნაკრების უფროსი მწვრთნელი ელისო ბედოშვილი, ასევე ნაკრების მწვრთნელები ბელა კობალაძე, ლალი დოლიძე ჯანტეზი და თინათინ ნადირაშვილი. სემინარში მონაწილეობა მიიღო ქვეყნის 42 მწვრთნელმა, მათ შორის იყვნენე სპეციალისტები რეგიონებიდან - ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი და თელავი. ”სემინარი მაღალ ორგანიზაციულ და აკადემიურ დონეზე ჩატარდა. მომხსენებლებმა საკმაოდ საინტერესო და აქტუალური თემები წარმოადგინეს, რომლებშიც ხაზგასმული იყო თანამედროვე ტენდენციები და მოთხოვნები მხატვრულ ტანვარჯიშში. სასიხარულოა, რომ სემინარში მონაწილეობდა მხატვრული ტანვარჯიშის მწვრთნელთა ახალი თაობის საკმაოდ ბევრი წარმომადგენელი, რომლებისთვისაც მსგავსი სემინარები ფასდაუდებელი სკოლა და გამოცდილებაა” - თქვა საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა მხატვრულ ტანვარჯიშში ნელი სალაძემ.