საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს: მსოფლიო სამგზის ჩემპიონს, მსოფლიოს თასის ორგზის მფლობელს, ევროპის ოთხგზის ჩემპიონს, სსრკ ორგზის ჩემპიონს, 2000 წლის სიდნეის და 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების მონაწილეს, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატს, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯს,
2019 წლის საქართველოს საუკეთესო მსაჯს, ღირსების ორდენის კავალერს, საქართველოს სპორტის რაინდს, ფედერაციის გენერსლურ მდივანს,
ქალბატონ რუსუდან ხოფერიას!
ქალბატონო რუსუდან, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს თქვენს პირად ცხოვრებაში , და უამრავ წარმატებებს და წინსვლას თქვენს პროფესიულ საქმიანობაში!