მიმდინარე წლის, 18-20 ივნისს, ეგვიპტეში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში ''ფარაონის თასი''. იუნიორთა პროგრამით მონაწილოება მიიღო 12 ქვეყნის 45 ახალგაზრდა ტანმოვარჯიშემ. ამ ტანმოვარჯიშეებს შორის იყო ორი ჩვენი ახალგაზრდული იუნიორთა ნაკერბი გუნდის წევრები: მარიამი ქაჯაია და ნინო კვანტალიანი (მწვრთნელი: ელისო ბედოშვილი). ჩვენი გოგონები გავიდნენ ფინალში : გურზებით ვარჯიშში მარიამი ქაჯაია მე-5 ადგილი, რგოლით ვარჯიშში მარიამი ქაჯაია მე-7 ადგილი, ბურთით ვარჯიშში ნინო კვანტალიანი მე-8 ადგილი.