მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, თბილისში, ტანვარჯიშის ახალ არენაზე გაიმართა საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის საანგარიშო–საარჩევნო ყრილობა. ყრილობას ესწრებოდნენ: ფედერაციის ხელმძღვენელობა, დელეგატები, მოწვეული სტუმრები: ბატონი ლერი ხაბელოვი–საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, და ასევე, ბატონი ირაკლი დოლაბერიძე–საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი. ასევე, 3 დელეგატეი ჩართული იყო ონლაინ კავშირით. ყრილობამ მოისმინა ფედერაციის ხელმძღვანელების ანგარიშები და ასევე სტუმრები გამოვიდენენ სიტყვით. შემდეგ გაიმართა ფედერაციის ხელმძღანელობის 2020–2024 წლის არჩევნები. არჩეული იყო შემდეგო შემადგენლობა: პრეზიდენტი: კონტსანტინე ლაშხი, გენერალური მდივანი: რუსუდან ხოფერია, პირველი ვიცე–პრეზიდენტი: რუსუდან სიხარულიძე, ვიცე–პრეზიდენტი სპორტულ ტანვარჯიშში: ბესარიონ გამსახურდია ვიცე–პრეზიდენტი სპორტულ აკრობატიკაში: ინგა გიორგობიანი ვიცე–პრეზიდენტი ბატუტზე ხტომეში: ზაქარია სულაშვილი ვიცე–პრეზიდენტი მხატვრულ ტანვარჯიშში: სალომე ფაჟავა. გარდა, ამისა მიღებული იყო გადაწვეტილება რომ ქალბატონი ნელი სალაძე გახდა ფედერაციის საპატიო ვიცე–პრეზიდენტი .