2022 წელი საკმაოდ პროდუქტიული და წარმატებული იყო საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციისთვის სპორტული აქტივობებით, ახალგაზრდა ტანმოვარჯიშეთა გამარჯვებებით, ჩვენი კოლექტივის ღირსეულ წარმომადგენელთა პროფესიული აღიარებით საერთაშორისო არენაზე. არ შეიძლება, მადლიერებით არ აღვნიშნოთ ხელისუფლების მხრიდან გვერდში დგომა და მხარდაჭერა. თუმცა, ფედერაციას პოტენცია გაცილებით მეტი აქვს და, შესაბამისად, მოსაგვარებელი და გადაუდებელი პრობლემებიც. მათ შორის სპორტული ინფრასტრუქტურა, 2024 წლის პარიზის ოლიმპიადისათვის მზადება... მინდა, ყველას მოგილოცოთ დამდეგი 2023 წელი, პირველ რიგში ჩვენი კოლექტივის სრულ შემადგენლობას-კოლეგებს, სპორტსმენებს, მომსახურე პერსონალს და მთელ ჩვენ ქვეყანას. გისურვოთ ჯანმრთელობა, მშვიდობა და წინსვლა! სულ გამარჯვებებით გევლოს საქართველო! წინ ახალი გამოწვევებია. კეთილი სურვილებით, პრეზიდენტი: კონსტანტინე ლაშხი საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია