დღეს სასიხარულო ინფორმაცია მივიღეთ ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციიდან, ჩვენი მხატვრული ტანვარჯიშის ლიდერმა სალომე ფაჟავამ მიიღო ტოკიო2020 ლიცენზია! ვულოცავთ სალომეს ამ წარმატებას და დარწმუნებულები ვართ რომ სალომე ტოკიოშიც ღირსეულად იასპარეზებს, როგორც მას ეს სჩვევია!