საქართველოს ასაკობრივმა დ ახალგაზრდულმა ნაკრებმა სპორტულ აკრობატიკაში წარამატებით იასპარეზა 1–5 მაისს ბულგარეთის ქალაქ ბოტევგრადში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე –„აკრო თასი’’.
ტურნირში მონაწილეობდა: ბულგარეთის, ინგლისის, მოლდავეთის, საბერძნეთის და საქართველოს გუნდები.
ჩვენმა აკრობატება მშვენივრად გაართვერს თავი როგორც საკვალიფიკაციო , ასევე, ფინალურ პროგრამას და მოიპოვეს სხვადასხვა სინჯის მედლები ცალკეულ დისციპლინებში.
ვაჟთა წყვილში (11–16 საერთ. პროგრამა) პირველი ადგილი დაიკავა გიორგი ჭიღლაძის და ბექა დიდბერიძის ვაჟთა წყვილმა (მწვრთნელი: რ. ბუზიაშვილი, დ.ფეიქრიშვილი).
ვაჟთა ოთხეულებში (12–18 საერთ.პროგრამა) პირველი ადგილი დაიკავა გიორგი ოქროპირიძის, გიგორგი ჩანადირის, გიორგი ხმალაძის და საბა მარიდაშვილის ვაჟთა ოთხეულმა (მწვრთნელი: ს. ფეიქრიშვილი, ვ.ლებედევა, თ.ცხვარიაშვილი).
გოგონათა სამეულებში (ახალგაზრდების პროგრამით) მეორე ადგილზე გავიდა მარიამ მღებრიშვილის, ნინო ბაიდაური და ლიზი ომიაძის გოგონათა სამეული (მწვრთნელი: მ.გიგოლაშვილი, ნ.ბერიანიძე.).
გოგონათა წყვილებში (11–16 საერთ. პროგრამა) მეორე ადგილზე გავიდა მარიამ ცუხიშვილის და მარიამ იკოშვილის გოგონათა წყვილი (მწვრთნელი: გ. შარიაშვილი).
ასევე, გათამაშდა მედლები ცალკეულ ვარჯიშებში, და ჩვენმა აკრობატებმა აქაც გამოიჩინეს თავი და დაიკავეს უმაღლესი საფეხურები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს გუნდმა დაიკავა პირველი ადგილი გუნდურ ჩათვლაში, მეორე ადგილზე გავიდა ბულგარეთის გუნდი და მესამეზე გავიდა ინგლისის გუნდი.
ვულოცავთ ჩვენ აკრობატებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს.