საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ კონსტანტინე ლაშხს! ბატონო კონსტანტინე, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, დღეგრძელობას და წარმატებებს თქვენს ყველა საქმიანობაში!

მიმდინარე წლის 3-6 სექტემბერს თბილისში ჩატარდა სემინარი : ტანვარჯიში ყველასთვის. აღნიშნული სემინარი ჩატარდა საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით. სემინარს დაესწრო 60-მდე მწვრთნელი თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან. მწვრთნელები იყვენენ ტანვარჯიშის სხვადასხვა დისციპლინებიდან. ამ სემინარის მიზანი იყო ტანვარჯიშის დისციპლინის ''ტანვარჯიში ყველასთვის'' საქართველოში ცნობადობის ამაღლება და განვითარების ხელშეწყობა. სემინარის პირველ დღეს მონაწილეებმა მოისმინეს ფედერაციის მენეჯერის გიორგი გეგეჭკორის ლექცია თემაზე: ტანვარჯიში ყველასთვის მსოფლიოში.