მარიამის ვერცხლი

ამ დღეებში პორტუგალია მასპინძლობს მსოფლიო თასს ბატუტზე ხტომებში და პარალელურად ტარდება საერთაშორისო ტურნირიც. მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი გუნდის ლიდერმა ლუბა გოლოვინამ მესამე ადგილით მოიპოვა ადგილი ფინალში საასპარეზოდ, და ის უკვე ხვალ იასპარეზებს ფინალში. რაც შეეხება საერთაშორისო ტურნირს აქ ანანო აფაქიძემ მეოთხე ადგილით ასევე მოიპოვა უფლება ფინალში მონაწილეობის. ასევე ძალიან კარგად იასპარეზა მარიამ რაგიმოვმა და უკვე დღეს გამართულ ფინალში მეორე ადგილი დაიკავა და დაეუფლა ვერცხლის მედალს! ვულოცავთ მარიამს და ვუსურვებთ ჩვენ სხვა ტამოვარჯიშეებსაც ასეთივე წარმატებულ ასპარეზობას!