არბოლიშვილის მოსკოვური წარმტება

მხატვრულ ტანვარჯიშში, საქართველოს ჩემპიონმა ქეთი არბოლიშვილმა 16-17 დეკემბერს ქ.მოსკოვში გამართულ შეჯიბრზე “Divine grace” ასახელა საქართველო და დაიკავა მე-3 ადგილი. შეჯიბრი ჩატარდა ოლიმპიური ჩემპიონის ალინა კაბაევას ინიციატივით. ჩვენი სპორტსმენი დააჯილდოვეს ოლიმპიურმა ჩემპიონებმა: ალინა კაბაევამ, ევგენია კანაევამ და მარგარიტა მამუნმა. ვულოცავთ ქეთის ამ წარმატებას და ვუსურვებთ მას მომავალ გამარჯვებებს!