მწვრთნელებს სერტიფიკატები გადაეცათ

თბილისის მერიის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის სპორტულ ცენტრებში დასაქმებული და „მწვრთნელთა მხარდაჭერის“ პროგრამით მოსარგებლე მწვრთნელები პროფესიულად გადამზადდნენ. პროგრამაში, რომელიც გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, მონაწილეობა 200-მდე სპორტის სხვადსხვა დისციპლინის მწვრთნელმა მიიღო. მათ შორის იყვნენ ტანვარჯიშის მწვრთნელებიც. დღეს, სასტუმრო ჰოლიდეი ინნ-ში პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც თბილისის მერიის კულტურის, განათლების,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა, ირაკლი გვილავამ და დედაქალაქის საკრებულოს წევრებმა მწვრთნელებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს. წარმატებები ჩვენს მწვრთნელებს.