წარმატება უნგრეთში

14-17 თებერვალს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში ,, Gracia Cup". საქართველოს დელეგაციას წარადგენდნენ საქართვრლოს ეროვნული ნაკრები გუნდის და ვ.კუზმიდის ტანვარჯიშის სკოლის ტანმოვარჯიშეები. ბუდაპეშტის JP Arena-ზე სხვადასხვა ქვეყნის 500-ზე მეტი მონაწილე წარსდგა. იუნიორების FIG- ტურნირზე მონაწილეობდნენ ნინო დათუნაშვილი , ბარბარე ქაჯაია , ლიზა კორძაძე და მიშელ არჯანაშვილი.

პრეიუნიორების 2011 ა კატეგორიაში მილა შავლაძემ მოიგო ვერცხლის მედალი II.

იუნიორთა შორის ფინალში ასპარეზობდნენ ბურთით და გურზებით ვარჯიშში - ნინო დათუნაშვილი , ბაბთით ვარჯიშში - ლიზა კორძაძე .

წარმატებით გამოვიდნენ და გვასახელეს საერთაშორისო ასპარეზზე ვალენტინა კუზმიდის სკოლის აღსაზრდელებმა. თავის ასაკოვრივ კატეგორიაში საერთო ჩათვლაში შემდეგი ადგილები დაიკავეს:

I- ელენე მარუაშვილი, ბარბარა ბებუა, მარიამ კირვალიძე.

II- ანნა კუზმიდი, ემილია კიკალიშვილი.

III- ანა გოგელია, სესილი ნაზღაიძე.

ასევე შედგა დებიუტი გოგონებისთვის რეგიონებიდან. წარჩინებით გამოვიდა ფოთელი ემილი ვაჭარაძე ასევე საპრიზო ადგილები ბათუმელმა ტანმოვარჯიშეებმაც აიღეს. ვულოცავთ ყველას ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!