ტანვრჯიში ყველასათვის ბაქო 2025

ტანვარჯიშში ყველასათვის მესამე საერთაშორისო გამოწვევის ტურნირი გაიმართება ბაქოში (აზერბაიჯანი) 28 და 29 ივნისს. შეჯიბრში მონაწილეობას 5 სხვადასხვა ქვეყნის 48 გუნდი მიიღებს. გუნდებს შორის იქნება საქართველოს დელეგაცია ორი გუნდით: ნელი სალაძის აკადემიის გუნდი (მწვრთნელები: სალომე ურუშაძე და სალომე ოთარაშვილი) და აკრო გუნდი რუსთავიდან (მწვრთნელი: ვიქტორია ლებედევა). დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ბატონი კონსტანტინე ლაშხი. ღონისძიებას ნამდვილი ფესტივალის ატმოსფერო აქვს, მასტერკლასებით, გუნდების ფერადი წარმოდგენებით და გასართობი პროგრამებით, რომლებიც ყველა ასაკობრივი ჯგუფის გემოვნებას დააკმაყოფილებს. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს გუნდებს!