
ქ.თბილისიში ჩატარდა #RGTZCUP2025 შეჯიბრის ორგანიზატორი: თეო ზივზივაძე გახლდათ. შეჯიბრი უმაღლესი სტანდარტებით, დეტალებზე ორიენტირებულობით და უდიდესი წარმატებით ჩატარდა. RGTZCUP2025 მიმდინარეობდა 17 საათის განმავლობაში რომელშიც მონაწილეობას იღებდა 20 კლუბის 300 მდე ტანმოვარჯიშე როგორც თბილისის ასევე რეგიონებიდან რუსთავისა და ბათუმის ტანმოვარჯიშეებიც ასპარეზობდნენ. მსაჯთა კოლეგია შედგებოდა საერთაშორისო და ეროვნული კატეგორიის მსაჯებით. შეჯიბრის მთავარი მსაჯი გახლდათ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი თამილა ტლაშაძე. შეჯიბრში მონაწილეები დაჯილდოვდნენ მედლებით დიპლომებით, ჩვენი კლუბის ბრენდირებული სამახსოვრო საჩუქრებით და New Way Photostudio -50% ვაუჩერებით. ასევე, მსაჯებს და ყველა კლუბის წარმომადგენელს #RGTZ კლუბისგან გადაეცათ სამახსოვრო ბრენდირებული საჩუქრები შარფები. დიდი პატივისცემით გვინდა მადლობა გადავხადოთ საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ კონსტანტინე ლაშხს და მხატვრულ ტანვარჯიშში საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ელისო ბედოშვილს და შეჯიბრის მთავარ მსაჯს თამილა ტლაშაძეს გვერდში დგომისთვის. ყველა მონაწილეს ვუსურვებთ უამრავ წარმატებას! მომავალ შეხვედრამდე სიყვარულით RGTZ.