დღეს საქართველოში დაბრუნდა საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდი ბატუტზე ხტომებში. მათ იასპარეზეს ორი უმაღლესი კლასის ტურნირზე. 25–29 მაისს რიმინიში (იტალია) გაიმართა მსოფლიო თასი ბატუტზე ხტომებში რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩვენმა ტანმოვარჯიშეებმა: ანანო აფაქიძემ, ლუბა გოლოვინამ და თეონა ჯანჯღავამ. ამ მსოფლიო თასზე მედლები მოიპოვეს: ოქროს მედლები სიქრონულ ხტომებში: ანანო აფაქიძე და თეონა ჯანჯღავა ბრინჯაოს მედალი ინდივიდუალურ ასპარეზობაში: ანანო აფაქიძე. 1–6 ივნისს იგივე ქალაქმა უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატს ბატუტზე ხტომებში (სინიორებში და იუნიორბში). ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა მიიღეს: იუნიორებმა: მაია ბოჭორიძე (მწვრთნელი: ზურაბ კიკნაძე), ანა ლაპიაშვილი (მწვრთნელი: როზა ბერიკაშვილი) და მარაიამ რაგიმოვი (მწვრთნელი: რევაზ გამხოშვილი). სინიორებმა: ლუბა გოლოვინა (მწვრთნელი: ლუდა გოლოვინა), ანანო აფაქიძე (მწვრთნელი: ირმა სოლოღაშვილი), თეონა ჯანჯღავა (მწვრთნელი: ლია ხრიკული) და სოფიო დაშნიანი (მწვრთნელი: ირმა სოლოღაშვილი). ნაკერბი გუნდის მთავარი მწვრთნელი: ზაქარია სულაშვილი. ჩვენმა გოგონებმა მშვენივრად იასაპარეზეს ამ ევროპის ჩემპიოანტზე. პირველ დღეს მათ