განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა 2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელი ღონისძიება - წლის სპორტსმენი. დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიაზე საუკეთესოები გამოვლინდნენ 11 ნომინაციაში, ასევე დაწესებული გახლდათ 10 სპეციალური პრიზი.
2019 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული 6 მსოფლიოს ჩემპიონს გადაეცა: ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ბექა ლომთაძე (თავისუფალი ჭიდაობა), ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა).
საქრთველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციას წარდგენილი იყო ორ ნომინაციაში:
2019 წლის საუკეთესო მსაჯი -
სადაც ყველას აჯობა ჩვენმა სახელოვანმა და ტიტულოვანმა ფედეეაციის გენერალურმა მდივანმა რუსუდან ხოფერიამ (ბატუტზე ხტომა). ქალბატონი რუსიკო წლების მანძილზეა აღიარებული საუკეთესო მსაჯი და ამჯერად მან ყველას აჯობა და დამსახურებულად მიენიჭა
*საქართველოს საუკეთესო მსაჯის ტიტული*
ასევე, ფედერაციას წარმომადგენელი ჰყავდა 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალის ნომინაციაში-- ლუბა გოლოვინა, მაგრამ ან ნომინაციაში გაიმარჯვა - ეთერ ლიპარტელიანმა (ძიუდო).
გარდა ყოველწლიური ნომინაციებისა, ასევე იყვნენ გამოვლენილები სპეციალური პრიზების მფლობელები და აქაც ჩვენი ფედერაციის წარმომადგენლებმა გამოიჩინეს თავი:
2019 წლის აღმოჩენა - ანა ლაპიაშვილი და მაია ბოჭორიძე - ბატუტზე მხტომელთა სინქრონული წყვილი, რომლებმაც გაიმარჯვეს მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატზე!
ვულოცავთ, ყველა გამარჯვებულს და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს!