ფაჟავას კიდევ ერთი ტრიუმფი

ამ დღეებში, მოსკოვში მიმდინარეობს გრან-პრი მხატვრულ ტანვარჯიშში. ტანვარჯიშის ამ დისციპლინის უძლიერესი ტანმოვარჯიშეები იღებენ მონაწილეობას ამ ტურნირზე. მათ შორის არის ჩვენი ეროვნული გუნდის ლიდერი სალომე ფაჟავა. როგორც ყოველთვის სალომემ გამოიჩინა ხასიათი და ბრძოლისუნარიანობა და მშვენივრად იასპარეზა. სალომემ მრავალჭიდში დაიკავა მეშვიდე ადგილი და ასევე იასპარეზა საგნების ფინალებში: რგოლი, გურზები, ბაფთა. ყველაზე კარგად სალომემ გურზებით ფინალში იასპარეზა და დაიკავა მესამე ადგილი. ვულოცავთ სალომეს ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!