ავსტრიული წარმატება

მიმდინარე წლის 25–26 იანვარს, ავსტრიის დედაქალაქმა უმასპინძლა საერთაშორისო ტურნირს მხატვრულ ტანვარჯიშში ‘’ახალგაზრდა ტალანტები ვენის თასი 2020’’. ტურნირში მონაწილოება მიიღო 18 ქვეყნის ტანმოვარჯიშემ. ამ მონაწილეებს შორის იყვენენ ქართველი ტანმოვარჯიშეებიც. ჩვენმა გოგონებმა ელენე ბაქრაძემ და მარიამ გელიაშვილმა ძლაიან კარგად იასაპრეზეს. ელენე ბაქრაძემ , 2011 წელს დაბადებულ გოგონათა შორის A კატეგორიაში მოიპოვა I ადგილი მრავალჭიდში, I ადგილი რგოლით ვარჯიშში და II ადგილი გურზებით ვარჯიშში. მარიამ გელაშვილმა , 2009 წელს დაბადებულ გოგონათა შორის A კატეგორიაში მოიპოვა III ადგილი მრავალჭიდში, II ადგილი ბურთით ვარჯიშში და ასევე, მარიამი დააჯილდოვეს სპეციალური პრიზით ‘’გამარჯვების განსაკუთრებული მონდომებისთვის’’. ორივე ტანმოვარჯიშებს ავაჯიშებს ეროვნული ნაკრები გუნდის მწვრთნელი და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ქალბატონი თინათინ ნადირაშვილი. გულითადად, ვულოცავთ ჩვენ პატარა ტანმოვარჯიშეებს და მათ მწვრთნელს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!