დღეს, ევროპის ჩემპიონატზე ბატუტზე ხტომებში ჩაერთნენ სინიორი ტანმოვარჯიშეები. მათ შორის არიან ჩვენი გოგონებიც. გოგონებმა მშვენივრად შეასრულეს ვარჯიშები და გუნდური პირველი ადგილით გადავიდნენ გუნდური ასპარეზობის ფინალში. გარდა ამისა, სამი მათგანი: ლუბა გოლოვინა, ანანო აფაქიძე და თეონა ჯანჯღავა გადავიდნენ ინდივიდუალური ასპარეზობის ნახევარფინალებში!