პირეველად საქართველოში--საერთაშორისო სამსაჯო კურსები

მიმდინარე წლის 11-16 თებერვალს , პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, თბილისმა უმასპინძლა საერთაშორისო სამსაჯო კურსებს. კურსები ჩატარდა სამ დისციპლინაში: ბატუტზე ხტომები, აკრობატული ბილიკი და ორმაგი მინი-ბატუტი. თბილისში ჩამოვიდა 55 მსაჯი თერთმეტი ქვეყნიდან. ასევე ორი საერთშორისო კატეგორიის ექსპერტი: ნიკოლაი მაკაროვი (რუსეთი) და ტეტიანა შუისკა (უკრაინა) და ერთი ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ადმისტრაციის წარმომადგენელი: ჰელენა დიაში (პორტუგალია). აგრეთვე, ამ კურსებზე მონაწილეობა მიიღეს ქართველმა მსაჯებმა.

ამ კურსების მსველობისას მსაჯებმა ჩააბარეს თეორიული და პრაქტიკული გამოცდები. გამოცდების შედეგებზე დამოკიდებულია მსაჯის საერთაშორისო კატეგორიის მიღების ან არ მიღების საკითხი. თუ მსაჯი წარმატებით ჩააბარებს გამოცდებს მას მიენიჭება საერთაშორისო კატეგორია რომლითაც მას შეუძლია იმსაჯოს საერთაშორისო ტურნირებზე, ოლიმპიური თამაშების ჩათვლით.

ესეთი კურსები ტარდება ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, ყოველი ოლიმპიური ციკლის დასრულების შემდეგ. ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაცია არჩევს რამდენიმე ქვეყანას სადაც ტარდება ინტერკონტინენტალური და საერთაშორისო კურსები. ამჯერად საქართველო აღმოჩნდა ერთ-ერთე ქვეყანა რომლზეც მათ შეაჩერეს არჩევანი. ეს მოხდა საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის მათთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად და აგრეთვე დიდი წვლილი მიუძღვის ამაში ფედერაციის პრეზიდენტს ბ-ნ კონსტანტინე ლაშხს და გენერალურ მდივანს ქ-ნ რუსუდან ხოფერიას, რომელიც აღიარებულია ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის მიერ როგორც საუკეთესო ქალი მსაჯი ბატუტზე ხტომებში.

კურსების საორგანიზაციო საკითხში ჩართული იყო მთლიანად ფედერაციის ადმინისტრაცია და უშუალოდ ყველა ეტაპს მენეჯმენტს უწევდა ქ-ნი რუსუდან ხოფერია.

გარდა ამისა ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის მიერ წარდგენილმა ადმინისტრატორმა ქ-მა ჰელენა დიაშმა, შეარჩია ჩვენი ფედერაციის ორი წარმომადგენელი: გიორგი გეგეჭკორი და ლაშა გაბაშვილი, რომლებიც, ეხმარებოდნენ მას საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში და შედეგების შემოწმებაში და ონლაინ რეჟიმში საერთაშორისო ფედერაციაში გაგზავნაში. კურსებმა წარმატებით ჩაიარეს და ჩვენ მივიღეთ მაღალი შეფასებები როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენლის ქ-ნ ჰელენა დიაშის მიერ გაკეთებული შეფასებებიდან გამოდინარეობს და ასევე ორივე ექსპერტის და უშუალოდ მონაწილეების მიერ დატოვებული კომენტარებიდან და შეფასებებიდან გამომდინარეობს.

დიდი მადლობა ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციას და მისი ადმისტრაციის წარმომადგენელს: ჰელენა დიაშს, ექსპერეტებს: ნიკოლაი მაკაროვს და ტეტიანა შუისკას, ყველა მონაწილეს, სასტუმრო ’’ლაით ჰაუზის’’ ადმინსუტრაციას და პერსონალს, და ყველას ვინც დაგვეხმარა ამ კუსრსების წარმატებით ჩატარებაში. და რაც მთავარია, იმედია ყველა მსაჯმა წარმატებით ჩააბარა გამოცდები!.

სურათები