ტანვარჯიშის დისციპლინა: ტანვარჯიში ყველასთვის

ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაცია მსოფლიოში ტანვარჯიშის მმართველი ორგანოა და არის ოლიმპიური სპორტის უძველესი საერთაშორისო ფედერაცია და მონაწილეობა მიიღო ოლიმპიურ თამაშებში 1896 წელს. მასში გაწევრიანებულია 148 ქვეყნის ეროვნული ფედერაცია და მისი ოფისი მდებარეობს ოლიმპიური დედაქალაქ ლოზანაში (SUI). ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციაში გაერთიანებული არის 8 ტანვარჯიშის დისციპლინა: ტანვარჯიში ყველასთვის, სპორტული ტანვარჯიში ვაჟები სპორტული ტანვარჯიში გოგონები, მხატვრული ტანვაჯიში, ბატუტზე ხტომები (მინი-ბატუტი და აკრობატული ბილიკი), სპორტული აერობიკა, სპორტული აკრობატიკა და პარკური. ისტორია: ჯერ კიდევ 4000 წლის წინ, ჩინეთში, ხალხმა გამოიყენა ტანვარჯიშის ვარჯიშები ჯანმრთელი ცხოვრების წესისთვის და სიცოცხლის ხანგრძლივობის უზრუნველსაყოფად. ძველ საბერძნეთში, სადაც ადამიანის სხეულის სრულყოფილება ბევრს ნიშნავდა, ტანვარჯიშს იყენებდნენ ქალები და მამაკაცები, სრულყოფილების მისაღწევად. ანტიკურ საბერძნეთში იმდენად იყო დაფასებული ტანვარჯიში რომ იგი ანტიკური ოლიმპიური თამაშების ნაწილი იყო და მძლეოსნობასთან ერთად მსოფლიოს ერთ–ერთ უძველეს სპორტად იქცა. რომაელებმა ტანვარჯიში გამოიყნეს ჯარისკაცების გასაწვრთნელად და მათგან სრულყოფილი ადამიანი-მანქანის შესაქმენლად. კუპერუსი, რომელმაც დაარსა ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაცია (FIG) 1881 წელს, დაინახა ტანვარჯიშში, ისეთი აქტივობა, რომელიც კარგი იყო სხეულისთვის და გონებისთვის - და უპირველეს ყოვლისა, იყო სრულიად არაკონკურენტული. ამ ხედვას იზიარებდა მისი თანამოაზრეების მხოლოდ მცირე რაოდენობა და წლების შემდეგ ტანვარჯიშმა FIG– ს საქმიანობაში ნელენელა შეჯიბრებების სახე მიიღო. შეჯიბრებისკენ გადაგმის ნაბიჯი კულმინაციად ითვლება 1903 წელს, ანუ ანტვერპენში ჩატარებული პირველი საერთაშორისო ტურნირი - კუპერუსის მშობლიურ ქალაქში - დღეს ეს ღონისძიება აღიარებულია, როგორც პირველი მსოფლიო ჩემპიონატი სპორტულ ტანვარჯიშში. მიუხედავად მისი ახალი კონკურენტული, საშეჯიბრო განზომილებისა, კუპერუსის იდეა "ტანვარჯიში ფართო მასებისთვის" არ გაქრა. იმ დროისთვის როდესაც FIG- ი დაარსდა, ტანვარჯიში უკვე იყო ჯარისკაცების ფიტნეს რეჟიმის რუტინული ნაწილი, ასევე გამოყენებული იყო ჯარისკაცების სპორტული მარშირების დროს, ასევე, მაგალითად სპორტსმენების მიერ ვარჯიშის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ მსაჯებისადმე მისალმებაშიც გამოიხატებოდა , ან თუნდაც აღლუმის დროს დროშებით მსვლელობისას-რომელიც ეხლაც არის წესად დარჩენილი. დღეს, ტანვარჯიში ყველასთვის მოძრაობა ცდილობს ერების გაერთიანებას მოძრაობისა და ფიზიკური დატვირთვების სამყაროს გარშემო, რაც ხელს შეუწყობს გლობალურ ჯანმრთელობას, ფიტნესსა და მეგობრობას. ყველას, ასაკის, სარწმუნოების, ეროვნების და შესაძლებლობის მიუხედავად, შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ‘’ტანვარჯიში ყველასთვის’’ ღონისძიებაში, და გახადონ ტანვარჯიში ყოველდღიური რუტინის ნაწილად. მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის ტანვარჯიში ცნობილია მსოფლიო ჩემპინატებიდან და ოლიმპიური ტამაშებიდან როგორც მაღალი დონის საშეჯიბრო სპორტი, ტანვარჯიში უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ საშეჯიბრო სპორტი. ტანვარჯიში არის ყველა სპორტის საფუძველი და ის აქტივობა, რომლის პრაქტიკაც ყველას შეუძლია, ახალგაზრდებს და მოხუცებს, დიდებს და პატარებს, მიუხედავად ფერისა, შეხედულებასა და შესაძლებლობებისა.ტანვარჯიში ყველასათვის -ოთხი დოგმა : გართობა, ფიტნესი, საფუძვლები და მეგობრობა - რომლებიც ასე დაფასებული იყო მისი დამფუძნებლის ბელგიელი ნიკოლას კუპერუსის მიერ, და რომლის გამოც იგი წლების მანძილზე ეწინააღმდეგებოდა თავის კოლეგებს, იმაში რომ ტანვარჯიში გამხდარიყო საშეჯიბრო სპორტი. ორი დიდი და ხანგრძლივი ღონისძიების განმავლობაში, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაცია (FIG) ცდილობს იმას რომ ყველა მონაწილემ შეასრულოს და დატკბეს ტანვარჯიშით, და აღმოჩინოს ახალი შესაძლებლობები ტანვარჯიშში. ‘’ტანვარჯიში არ არის სპორტის სახეობა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, ან მაღალი დონის სპორტსმენებისთვის’’- ამბობს მარგარეტ სიკენს აკლქისტი, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ტანვარჯიში ყველასთვის დისციპლინის კომიტეტის პრეზიდენტი. ‘’ტანვარჯიშის შესახებ კარგი არის, ის რომ არასდროს არ უნდა გაჩერდე. ყოველთვის შეგიძლიათ გააგრძელოთ ტანვარჯიშის სხვა სახეობაში ვარჯიში. ტანვარჯიში ნამდვილად არის აკვნიდან საფლავამდე."-ასევე, აღნიშნავს, ქალბატონი მარგარეტ სიკენს აკლქისტი. ტანვარჯიში ყველასთვის ფოკუსირდება ჯანმრთელობაზე, გართობაზე, ფიტნესზე, და მეგობრობაზე და შეიძლება მოიცავდეს: • ტანვარჯიშს სპორტული იარაღებით და საგნებით /და მათ გარეშე • ტანვარჯიშს და ცეკვას ტანვარჯიში ყველასთვის შეიძლება წარმოდგენილი იყოს დემონსტრაციის საშუალებით, ან წარმოდგენის საშუალებით (მაგალითად ‘’მსოფლიო ჯიმნაესტრადა’’) ან შეიძლება წარმოდგენილი იყოს გუნდების შეჯიბრობით (მაგალითად: ‘’მსოფლიო ტანვარჯიში ცხოვრების გამოწვევისთვის’’).ტანავჯიში ყველასთვის სთავაზობს ესთეტიკური სიამოვნების მიღებას მოძრაობის საშუალებით როგორც მონაწილეებს ასევე მაყურებლებს, და ასევე ფოქკუსრებას ახდენს უშუალოდ ეროვნულ და კულტურულ ინეტერსებზე. ტანვარჯიში ყველასთვის კომიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვარჯიშების ხარისხის ამღალება და ასევე შემდეგი რაოდენობების გაზრდა: • -გაიზარდოს იმ ფედერაციების რაოდენობა რომელშიც არის დისციპლინა ტანვარჯიში ყველასთვის • -გაიზარდოს, ტანვარჯიშში ყველა ასაკის, ერის, სარწმუნოეიბის და შესაძლებლობების მქონე ადამიანების რაოდენობა -გაიზარდოს ეროვნული ფედერაციების რაოდენობა, რომლებიც მონაწილოებენ ტანვარჯიშში ყველასთვის საერთაშორისო ფედერაციის მიერ აღიარებულ ღონისძიებებში. ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაცია იღწვის იმისთვის რომ ტანვარჯიში ყველასთვის განვითარებით განვითარდეს ტანვარჯიშის სხვა დისციპლინებიც. ტანვარჯიში ყველასთვის არის ყველა დანარჩენი ტანვარჯიშის დისცპილინის საფუძველი, რომელიც საშუალებას აძლევს მსოფლიოს აქტიურად იცხოვროს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ტანვარჯიში ყველასთვის წვლილი შეაქვს ხალხის ჯანსაღ და ბედნიერ ცხოვრებაში. ევროვნული ფედერაციების მეშვეობით ტანვარჯიში ყველასთვის წარმატებულად ვითარდება და ასევე სთავაზობს სხვადასხვა სასწავლო და კვლევით პროგრამებს და სხვადასხვა აქტივობებს. ტანვარჯიში ყველასთვის ღონისძიებები და აქტივობები: • --ახორციელებს ყველა მონაწილეს განვითარების • -- სთავაზობს მრავალფეროვნებას და ვარჯიშებში ეროვნული ტრადიციების ჩართვას • --ახალისებს გუნდურ თამაშებს და სოლიდარობას--და არა ინვდივიდუალიზმს • --აჯილდოვებს როგორც უბრალოდ მონაწილეობას, ისევე ბრწყინვალედ შესრულებასაც • --ხელს უწყობს მუდმივ მონაწილეობას ტანვარჯიშში • --არ მოითხოვს და ხელს არ უწყობს ტანმოვარჯიშის, ადრეულ იდენტიფიკაციას და სელექციას რომელიმე დისციპლინისთვის • --ხელს უწყობს რომ გახდეთ კატალიზატორი ხალხთა და ერებს შორის კოლაბორაციიის და გაერთინების საფუზველზე