საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულმა ფედერციამ ჩაატარა საინფორმაციო–საგანმათლებლო მსაჯთა სემინარი სპორტულ აკრობატიკაში. სემინარის დროს განხილული იყო ქულების დაწერის კოდი და სხვა მნიშვნელოვანი საკიტხები. სემინარს დაესწრენენ როგორც გამოცდილი მსაჯები, ასევე დამწყები და მომავლი მსაჯები. სემინარზე მომხსენებლები იყვენენ საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები: ნინო ბერიანიძე, დალი ფეიქრიშვილი და მარიამ გიგოლაშვილი. გარდა ამისა, სემინარის პირველ დღეს იყო პირდაპირი ონლაინ ჩართვა ევროპის ტანვარჯიშის სპეციალისტებთან: რევაზ გურგენიძესთან და დმიტრი ვინიკოვთან, რომელმაც სემინარის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ვარჯიშების საბაზისო ცოდნის შესახებ, პრაქტიკული ვიდოების დახმარებით.