"Start to Talk"--კონფერენცია

დღეს, ონალინ პლატფორმა Zoom–ის მეშვეობით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ჩაატარა - "Start to Talk" - სპორტის სფეროში ბავშვთა მიმართ სექსუალური შევიწროვებისა და ძალადობის წინააღმდეგ" კომფერენცია. საქართველო იწყებს კამპანიას სპორტში ბავშვთა მიმართ სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის წინააღმდეგ და უერთდება ევროპის საბჭოს ინიციატივას „start to talk”. ადამიანის უფლებების დაცვა კონკრეტულად კი სპორტში ბავშვთა მიმართ სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ეროვნული მთავრობების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა. კვლევები ცხადყოფს, რომ ევროპაში ხუთიდან ერთი ბავშვი სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის რაიმე ფორმის მსხვერპლია, ხოლო მოძალადეთა 80 პროცენტი ბავშვის ნდობის წრის წარმომადგენელი. პრობლემა კიდევ უფრო მეტად აქტუალურია სპორტის სფეროში, რომელიც ქმნის დამატებით ხელშემწყობ ფაქტორებს ძალადობის ხელშეწყობისათვის. კამპანია ემსახურება მიზანს, თითოეული მსხვერპლი ბავშვისა და მოზარდის დუმილის დასარღვევად. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 75–მდე მონაწილემ, სხვადასხვა ორგანიზაციებიდან. კონფერენციის მოდერატორი იყო ვასილ ლიპარტელიანი– საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სამმართველოს უფროსი. გამომსვლელთა შორის იყვნენ:  შალვა გოგოლაძე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე  ელდა მორენო - ევროპის საბჭოს ბავშვთა უფლებებისა და სპორტის ღირებულებების დეპარტამენტის უფროსი  ნატალია ვუტოვა - საქართველოში ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი  ეკატერინე სხილაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე  სოფიო კილაძე - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე  ლელა აქიაშვილი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში.  სოფო ბურდული - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი  ანა ტივასი - მოწვეული ექსპერტი სპორტის სფეროში ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებში  კარენ ლიჩი - ექსპერტი, ვეტერანი სპორტსმენი საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციიდან კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ურთიერთობათა მენეჯერმა გიორგი გეგეჭკორმა.